მასიმილიანო ალეგრი: "რომასთან" წაგებულ მატჩში "მილანის" შეცდომები ვერ დავინახე [VIDEO]

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ სერია A-ს 18-ე ტურში სტუმრად "რომასთან" გამართულ შეხვედრას, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 2:4 წააგო, უცნაური უწოდა.

"ეს ძალიან უცნაური მატჩი იყო. ჩვენ შეგვეძლო ინიციატივის ხელში აღება, მაგრამ ამის ნაცვლად კუთხურიდან ბურთი საკუთარ კარში მივიღეთ.

ამის შემდეგ შეგვეძლო მოედანზე სიტუაციის გამოსწორება, მაგრამ მეტოქემ უმალვე გააორმაგა უპირატესობა.

საერთოდ, განსაკუთრებით დაცვაში თამაშის გამოსწორება გვმართებს, თუმცა, ვაღიარებ, სერიოზული შეცდომები ამჯერად არ დამინახავს. რაც შეეხება შეტევაში ჩვენ გარჯას, ამ რგოლში ძალზე არაორგანიზებულად გამოვიყურებოდით"
, - აქვეყნებს ალეგრის სიტყვებს "Football Italia".

"არასაკმარისად
წარმატებით გავისარჯეთ კონტრშეტევებზე, რისი მიზეზიც ის იყო, რომ "რომას" ფორვარდების უყურადღებოდ დატოვების გვეშინოდა.

მეტოქე ქებას იმსახურებს. ზემანის გუნდის წინააღმდეგ თამაში იოლი არ იყო. "რომა" სერია A-ს ერთერთი საუკეთესო გუნდია.

ის, რომ ცხრილში ამ გუნდის მეზობლად ვართ, მახარებს. არ დაგავიწყდეთ, რომში სათამაშოდ ჩასულებს აქტივში ბოლო ხუთ მატჩში ოთხი მოგება და ერთი ფრე გვქონდა.

სეზონის მეორე ნახევარში ჩვენ შევძლებთ უფრო მაღალ საფეხურებზე ანაცვლებას"
, - დასძინა "როსონერის" თავკაცმა.

იტალიის ჩემპიონატის 18-ე ტურის შემდეგ "რომა" 32 ქულით სატურნირო ცხრილის მეექვსე პოზიციას იკავებს, "მილანი" კი 27 ქულით მეშვიდეა.

VideoSportall.Ge
რომა - მილანი 4:2


ასევე იხილეთ:

იტალია. სერია A. XVIII ტურის წინ: რომი სანახაობის მოლოდინში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული