ანტონიო კონტე: "იუვენტუსს" შეუძლია ტრანსფერებში 35-იდან 40 მილიონამდე დახარჯოს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე გუნდის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გაძლიერების თემას შეეხო და აღნიშნა, რომ კლუბი რომელიმე ვარსკვლავის დამატებაზე არ ფიქრობს.

"სატრანსფერო საკითხებში ეგოიზმი კლუბებისთვის ხშირად ხდება იარაღი შედეგების მისაღებად, მაგრამ მიზნის მიღწევა სხვაგვარადაც შეიძლება.

ჩვენ ვიცით, რა გვჭირდება და ისიც ვიცით, როდის უნდა ვიმოქმედოთ. ისიც ვიცით, რომ 50 მილიონს ტრანსფერებში ვერ დავხარჯავთ.

სამაგიეროდ, ჩვენი მიზნების განსახორციელებლად 35-იდან 40 მილიონამდე თანხას გავიმეტებთ",
- უთხრა კონტემ იტალიელ ჟურნალისტებს.

ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. XVIII ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები
იტალია. სერია A. XVIII ტური: "რომამ" "მილანს" გადაურბინა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული