დანიელე დე როსი: "რომადან" ჩემი წასვლა ნამდვილი ტრაგედია იქნება

AutoSharing Option
იტალიური "რომას" ნახევარმცველი დანიელე დე როსი, რომლის გადაბირებასაც "პარი სენ ჟერმენი" ეშურება, აცხადებს, რომ რომაულ კლუბში დარჩენა სურს.

უახლოეს სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დე როსი პარიზელთა მთავარი სამიზნეა, თუმცა თავად ფეხბურთელი "რომას" სიყვარულში გამოუტყდა, რომელთანაც კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს.

"ჯეიმს პალოტამ ("რომას" პრეზიდენტი) განაცხადა, რომ მე არ ვიყიდები. მე "რომათი" ვცხოვრობ. გუნდიდან ჩემი წასვლა ნამდვილი ტრაგედია იქნება. ამიტომ მე აქ დარჩენა მსურს", - უთხრა დე როსიმ "ნიუ იორკ თაიმსს".

რომაული კლუბის მაისურით დანიელემ ორჯერ მოიგო იტალიის თასი, ერთხელ - ქვეყნის სუპერთასი,
ხოლო 2006 წელს იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. XVIII ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული