სტეფან ელ-შაარავი: კარიერაში ხელი ეკონომიკურმა კრიზისმა წამაშველა

AutoSharing Option
"მილანის" თავდამსხმელი სტეფან ელ-შაარავი მიიჩნევს, რომ იტალიურ ფეხბურთში არსებულმა ფინანსურმა არამდგრადობამ ახალგაზრდა ფეხბურთელებს წარმოჩენის საშუალება მისცა.

სხვათა შორის, მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ მოთამაშე ფორვარდი, რომელმაც სერია A-ს 18 მატჩში 14 გოლი გაიტანა, ცოტა ხნის წინ ზლატან იბრაჰიმოვიჩს "მილანიდან" წასვლის გამო ემადლიერებოდა და არცთუ უსაფუძვლოდ - სწორედ შვედის პსჟ-ში წასვლის შემდეგ გახდა "როსონერის" თავდასხმაში სტეფანი "პირველი ვიოლინო".

"ეს ყველაფერი თითქოს დაუჯერებელია. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვერცკი წარმოვიდგენდი, რომ სულ მალე იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გავხდებოდი.

ეკონომიკურმა კრიზისმა ხელი ძალიან შემიწყო, ბევრმა
ახალგაზრდა ფეხბურთელმა კი თავის გამოსაჩენად რეალური შანსი მიიღო.

ჩვენ მცირე სივრცე გვჭირდებოდა - ფაქტია, აზრი არ აქვს ფეხბურთელების საზღვარგარეთ შეძენას, როდესაც კარგი მოთამაშეების მოძიება აქაც შეიძლება",
- მიიჩნევს ელ-შაარავი.

20 წლის თავდამსხმელმა ასევე აღნიშნა, რომ მილანურ კლუბს ბავშვობიდან ეტრფის.

"მილანს" ბავშვობიდან ვქომაგობ, მაგრამ დღეს ფეხბურთში ასე საუბარი უკვე ძნელია. იმედია, თუკი ჩემზე სარფიანი წინადადება იქნება, კლუბი შეძლებს ჩემ შენარჩუნებას", - აქვეყნებს ფეხბურთელის სიტყვებს Goal.com.

ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. პირველი წრის შეჯამება: შემტევთა დეფიციტი კალჩოში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული