დავიდე ასტორი "ნაპოლის" მიუახლოვდა

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც პაოლო კანავარომ ნახევარწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, "ნაპოლის" მესვეურები ცენტრალური მცველის შეძენაზე დაფიქრდნენ.

რაც მთავარია, გადადგეს ამ მიმართულებით ნაბიჯები და თუ იტალიურ სპორტულ პრესას ვენდობით, შედეგსაც მიაღწიეს. "გაძეტა დელო სპირტის" მტკიცებით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ იანვრიდან ნეაპოლური გუნდის ღირსებას 25 წლის მცველი, დავიდე ასტორი დაიცავს.

ასტორი "კალიარიში" ირიცხება, გუნდში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ფიგურაა და პერიოდულად იტალიის ეროვნულ ნაკრებშიც ასპარეზობს.

ერთი სიტყვით, კლასი არ დაეწუნება და კანავაროს პოტენციურ შემცვლელთა შორის უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია.

სარდინიულ გუნდს ფინანსური პრობლემები აქვს და ამბობენ,
რომ აღნიშნული ტრანსფერი 6.5 მილიონ ევროდ გაიჩარხება.

ვნახოთ, ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდება.

ასევე იხილეთ:

"ნაპოლი" დასაჯეს: -2 ქულა გუნდს, 6-თვიანი დისკვალიფიკაცია კანავაროსა და გრავას!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული