სერია A. XIX ტურის წინ: ცენტრალური ჯახი სამხრეთში

AutoSharing Option
ლიდერი სამპას მიიღებს
სერია A-ს მიმდინარე გათამაშება ორი მატჩით გაიხსნება, რომელთაგან უფრო მეტ ინტერესს "ლაციო"-"კალიარის" დაპირისპირება იწვევს. "ბიანკოჩელესტე" სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და პრესის ყურადღების ცენტრშია მოქცეული...

საფრთხე: მეტოქის შეუფასებლობა
რომაული გუნდი განსაკუთრებული დანაკლისის გარეშე ხვდება სარდინიელებთან პაექრობას...

"გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, ვლადიმირ პეტკოვიჩი ნაცად ტაქტიკას, 4-5-1-ს აირჩევს და შეტევის წინა ხაზზე მიროსლავ კლოზეს გაამწესებს. ნახევარდაცვის ტრადიციული ხუთეულიდან სავარაუდოდ ანტონიო კანდრევა ამოვარდება, მის ადგილს კი სენად ლულიჩი დაიკავებს. ანტონიოს მიკრო-ტრავმა ჰქონდა და მეორე ტაიმში თუ ჩაერთვება თამაშში.

"კალიარის" ცუდი დროება
უდგას, მიჯრით წააგო მატჩები და მოახლოებულ პაექროიბაში "ლაციო" უპირობო ფავორიტად ითვლება - სწორედ ეს აშინებს ყველაზე მეტად ვლადიმირ პეტკოვიჩს:

"თუ ჩავთლით, რომ სამი ქულა უკვე ჯიბეში გვიდევს, აუცილებლად დავისჯებით. "კალიარის" ზამთრის პაუზამ სულზე მოუსწრო და დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი გაათმაგებული მოტივაციით იასპარეზებს. ანალოგიურად უნდა დავუხვდეთ ჩვენც, თორემ კარგი დღე არ დაგვადგება. სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი გვიკავია და ეს მეამაყება, თუმცა პოზიციებს განმტკიცება სჭირდება. ერთი წაფორხილება და სამეულს მიღმა დავრჩებით, ამიტომ, ყურადღებით გვმართებს ყოფნა".

კონტეს ხუთი დანაკლისი
კვირას გამართავს თავის შეხვედრას "იუვენტუსი" და საკუთარ მოედანზე "სამპდორიას" დაუპირისპირდება. ანტონიო კონტეს ხუთი ფეხბურთელის გარეშე უწევს ფონს გასვლა: ჯორჯო კიელინი, სიმონე პეპე და ნიკლას ბენდტნერი ტრავმირებულნი არიან, შტეფან ლიხტშტაინერს დისკვალიფიკაცია აქვს, კვადვო ასამოა კი ეროვნულ ნაკრებთან ერთადაა და აფრიკის ეროვნებათა თასზე საასპარეზოდ ემზადება. ასამოას აფრიკაში გამგზავრება შანსია პაოლო დე ჩელიესთვის, რომელიც გენუელებთან ძირითად შემადგენლობაში მოიაზრება.
შეტევის წინა ხაზზე, კონტე მირკო ვუჩინიჩს და სებასტიან ჯოვინკოს გაამწესებს, ფაბიო კვალიარელა და ალესანდრო მატრი კი თადარიგში დარჩებიან.

საინტერესოა, როგორ გაირჯება "სამპდორია" ახალი მთავარი მწვრთნელის ხელში... დელიო როსის თქმით, მისი გუნდი ტურინში სამი ქულისთვის ჩადის:

"ფრეზე თამაში წაგების ტოლფასია და შესაბამისად, ტურინში მხოლოდ მოსაგებად ჩავდივართ. "სამპდორიას" აქვს იმის რესურსი, რომ ყველაზე ძლიერ მეტოქეებსაც კი თავისუფლად და ლაღად ეთამაშოს. ვეცდებით შევუტიოთ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".

მილანელები ბიანკონერების წინააღმდეგ
"მილანისთვის" 2013 წელი მძიმედ დაიწყო - მასიმილიანო ალეგრის გუნდი ამხანაგურად ქვედალიგოსან "პრო პატრიას" სტუმრობდა, სადაც გულშემატკივრებმა კევინ პრინს ბოატენგს და სალი მუნტარის რასისტულ ნიადაგზე ნამდვილი შეტევა მოუწყვეს. შედეგად, ბოატენგს ნერვები მოეშალა, თამაში შეაჩერა და ბურთი ყველაზე აქტიურ ტიფოზს დაუმიზნა...

მატჩი შეწყდა და აღარც განახლებული, რასიზმის მორიგი გამოვლინება კი მთელმა საფეხბურთო იტალიამ დაგმო.

მასიმილიანო ალეგრის გუნდი ხასიათის გამოკეთებას "სიენასთან" საშინაო შეხვედრაში შეეცდება. "როსონერი" 4-3-3 ტაქტიკით გაირჯება, შეტევის წინა ხაზზე კი რობინიო, ბოატენგი და სტეფან ელ შაარავი გაირჯებიან. ალეშანდრე პატო უკვე "კორინთიანსელია", ამიტომ, შეტევის გასაძლიერებლად ალეგრი ჯამპაოლო პაცინის, ბოიან კრკიჩის და ახალგაზრდა ნიანგის იმედად იქნება.

ერთი შეხედვით, უფრო რთული მატჩი მოელის "ინტერს", რომელიც კიდევ ერთ "ბიანკონერის", "უდინეზეს" სტუმრობს. ანდრეა სტრამაჩონი თავდასხმაში ანტონიო კასანოსა და დიეგო მილიტოს გაამწესებს, ახალწვეული ტომაზო როკი კი თადარიგში დარჩება და იქნებ, მეორე ნახევარში ჩაერთოს თამაშში. ვნახოთ...

ცენტრალური სამხრეთში
მართალია, "ნაპოლი" და "რომა" სამეულს მიღმა არიან, მაგრამ მათი დაპირისპირება თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ ცენტრალურად. სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში იმდენად დიდი კონკურენციაა, რომ თითოეულ ქულას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია.

მაგალითად, თუ რომაელებმა ნეაპოლელები დაამარცხეს, ადგილსაც გაუცვლიან და მინიმუმ მეხუთე პოზიციაზე მოკალათდებიან. ნეაპოლელებს თავის მხრივ დასამტკიცებელი აქვთ, რომ ქულების დაკლებით წელში არ გატეხილან და უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლას აგრძელებენ.

ფრანჩესკო ტოტი ტრავმირებულია და ბოლო ინფორმაციით, "სტადიო სან პაოლოზე" ვერ იასპარეზებს. კაპიტნის მაგივრად, ძირითადში მატია დესტრო იასპარეზებს, რომელიც სავარაუდოდ ერიკ ლამელას და მირალემ პიანიჩს დაუმშვენებს გვერდს.

დიახ, "გაძეტას" ვერსიით, პაბლო ოსვალდო რეზერვში დარჩება და არ გვაქვს საფუძველი, რომ ავტორიტეტულ გამოცემას არ დავიჯეროთ.
თუ პაოლო კანავაროს დისკვალიფიკაციას არ ჩავთვლით, ყველაფერი რიგზეა ნეაპოლელთა რიგებში.

გორან პანდევი და ედინსონ კავანი თავდასხმაში გაირჯებიან, მარეკ ჰამშიკი კი ტრადიციულად მათ უკან იმოქმედებს. ვალტერ მაცარის თქმით, წლის წარმატებულად დაწყებას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს.

ნეაპოლური შეხვედრის პროგნოზირება ურთულესი საქმეა და ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ ამ მეტად საინტერესო პაექრობას.

5 იანვარი

კატანია-ტორინო 21.00
ტრავმა: შაკა, ბიაჯანტი, ალვარესი - დიოპი, ვერდი, ბრიგი, სანტანა, ოგბონა.
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +3=3-6, (13-15)

ლაციო-კალიარი 23.45
დისკვალიფიკაცია: ასტორი, პიზანო (კალიარი).
ტრავმა: ედერსონი - პინილია.
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +0=1-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +14=9-7, (44-27)

6 იანვარი

უდინეზე-ინტერი 15.30
დისკვალიფიკაცია: პინცი - რანოკია.
ტრავმა: ვილიანსი, ბარეტო, ბენეტია, ბადუ - სტანკოვიჩი, ობი, მუდინგაი, კასტელაცი, ნაგატომო, კოუტინიო, ალვარესი.
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 38 თამაში: +9=9-20, (39-50)

მილანი-სიენა 18.00
დისკვალიფიკაცია: მექსე - ვიტიელი, ტერცი, კალაიო.
ტრავმა: ტრაორე, დიდაკ ვილა, მესბა, დე იონგი (მილანი).
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +13=2-1, (38-14)

კიევო-ატალანტა 18.00
დისკვალიფიკაცია: კარმონა (ატალანტა).
ტრავმა: ფრეი, ვიოტი - კაპელი მარილუნგო.
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 თამაში: +8=7-4, (22-16)

ფიორენტინა-პესკარა 18.00
დისკვალიფიკაცია: ოლივერა, გონსალო (ფიორენტინა).
ტრავმა: აგაცი, კამპორეზე - კაპრარი, კოსიჩი, ბლაზი.
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +0=2-0, (1-1)

ჯენოა-ბოლონია 18.00
დისკვალიფიკაცია: ბერტოლაჩი - პერესი.
ტრავმა: ფერონეტი, ხორკერა, ბოვო, იანკოვიჩი - პულცეტი, პაციენცა, ხიმენესი, ლომბარდი, ნატალი.
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +4=2-4, (17-16)

იუვენტუსი-სამპდორია 18.00
დისკვალიფიკაცია: ლიხტშტაინერი - სორიანო.
ტრავმა: პეპე, კიელინი, ბენდტნერი - რომეო, და კოსტა, პოულსენი, მაქსი ლოპესი, მარესკა.
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +13=9-4, (37-20)

პარმა-პალერმო 18.00
დისკვალიფიკაცია: ვალდესი - მუნიოსი.
ტრავმა: გალოპა, ძაკარდო - დონატი, ერნანდესი, მანტოვანი.
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +5=6-4, (22-21)

ნაპოლი-რომა 23.45
დისკვალიფიკაცია: კანავარო, გრავა - გუბერტი, მარკინიოსი.
ტრავმა: ტადეი, ფლორენცი, ტოტი (რომა).
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 24 თამაში: +4=8-12, (27-48)

Sportall.Ge






















შენიშვნა:
სიენა - 6 ქულა, ნაპოლი – 2, ატალანტა – 2, სამპდორია – 1,
ტორინო – 1.

ბომბარდირები: 14 – ელ შაარავი (მილანი); 13 - კავანი (ნაპოლი); 10 - კლოზე (ლაციო), დი ნატალე (უდინეზე), ლამელა (რომა); 9 - ოსვალდო (რომა); 8 - მილიტო (ინტერი), იოვეტიჩი (ფიორენტინა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული