სეზონის აღმოჩენად მიჩნეულმა "ფიორენტინამ" დებიუტანტ "პესკარას" უმასპინძლა და ყველასათვის მოულოდნელად, ორი უპასუხო ბურთი მიიღო.
"ინტერის" წაგება არავის უკვირს, თანაც გასვლაზე, მაგრამ გამანადგურებელი ანგარიშით? - ამ ყველაფერზე ქვემოთ ვისაუბრებთ...
კონტე: მარსიდან არ ჩამოვსულვართ
"იუვენტუსი" საკუთარ კედლებში "სამპდორიას" ეპაექრა და ყველასათვის მოულოდნელად, მარცხი იწვნია - 1:2.
კიდევ უფრო გასაკვირია ის, რომ გენუელებმა თამაში
ჯერ კიდევ პირველ ტაიმში მოედნიდან გაეტინო ბერარდი გააძევეს, სებასტიან ჯოვინკომ თერთმეტმეტრიანი გოლად აქცია და თითქოს იქ დასრულდა ყველაფერი... თუმცა მეორე ნახევარში გენუელებმა პატარა სასწაული მოახდინეს, ჯანლუიჯი ბუფონს ორჯერ გამოაღებინეს ბურთი კარიდან და სახლში სამი ქულით ხელდამშვენებულნი დაბრუნდნენ.
უნდა აღინიშნოს ბუფონის შეცდომებიც - ჯიჯიმ ჯერ არცთუ ძლიერად დარტყმული ბურთი ვერ შეიმაგრა და კარში შეუვარდა, შემდეგ კი ფორვარდს ახლო კუთხეში გაატანინა. ეს ფორვარდი მაურო იკარდი გახლავთ, რომელმაც დუბლი მიითვალა აქტივში. ნამატჩევს ანტონიო კონტემ შემდეგი განაცხადა:
"ქებათა ქება მეტოქეს, შესანიშნავად ითამაშეს და მართალია, ცოტა გაუმართლათ, მთლიანობაში დამსახურებულად გაიმარჯვეს. კარგად უნდა გავაანალიზოთ ეს შეხვედრა და სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. თამაშის დიდ ნაწილს ჩვენ ვაკონტროლებდით, შემდეგ კი რაღაც დაგვემართა და ორი გოლი გავუშვით. ჩვენც ადამიანები ვართ, მარსიდან არ ჩამოვსულვართ და ყველა შეხვედრას ერთნაირად მაღალ დონეზე ვერ ჩავატარებთ".
Video
იუვენტუსი - სამპდორია 1:2
იუვენტუსი - სამპდორია 1:2
ლაციოს ტური
გასული ტური ყველაზე წარმატებული მაინც "ლაციოსთვის" გამოდგა, რომელმაც "კალიარის" უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 2:1.
"იუვენტუსის", "ფიორენტინას" და თუნდაც "ინტერის" წაფორხილების ფონზე რომაელთა გამარჯვებას განსაკუთრებული ფასი აქვს და ეს სატურნირო ცხრილზეც შესაბამისად აისახა. "ლაციო" მეორე ადგილზეა, ლიდერთან მხოლოდ ხუთი ქულა აშორებს და სამეულშიც მყარად აქვს ფეხი მოკიდებული.
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ კონკრეტულად "კალიარისთან" შეხვედრა რომაელებმა მეტად მძიმედ წარმართეს და თავისუფლად შეეძლოთ, არათუ ორი ქულა დაეკარგათ, სულაც წაეგოთ.
თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში მასპინძლები უხეიროდ დასტრიალებდნენ სარდინიელთა საჯარიმოს და თითქოს გამოსავალიც არსად ჩანდა... ამასთან, მეორე ტაიმის შუაში სტუმრებმა გოლი შეაგდეს და "ლაციოს" მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ვლადიმირ პეტკოვიჩმა მეორე ფორვარდი, სერჯო ფლოკარი შეუშვა მოედანზე და იმ წუთიდან დედაქალაქელთა იერიშებმა მეტი სიმწვავე მიიღეს.
მართალია, თავად სერჯოს ბევრი არაფერი გაუკეთებია, მაგრამ ტაქტიკურმა ცვლილებამ სარდინიელთა უკანა ხაზში გარკვეული დისონანსი შეიტანა. შედეგად, მასპინძლებმა ჯერ კუთხურიდან იხეირეს, როდესაც აბდულაი კონკომ დააგვირგვინა ჯუზეპე ბიავას აკრობატულ ნახტომში გაკეთებული გადაცემა, შემდეგ კი მიროსლავ კლოზეს მოპოვებული თერთმეტმეტრიანი ანტონიო კანდრევამ გოლად აქცია. პენალტი საეჭვო იყო და ამაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება.
"ლაციო" მეორე ადგილზეა, ლიდერთან არც ისე შორსაა და ამ ლოგიკით, სულაც სკუდეტოსთვის იბრძვის... მაგრამ, თუ "კალიარისთან" ნაჩვენები თამაშით ვიმსჯელებთ, რომაელებს გაუჭირდებათ პოზიციების დიდხანს შენარჩუნება. თუმცა, "ლაციოს" უკეთესად თამაში რომ შეუძლია, ეს ცხადზე უცხადესია.
ორი მოულოდნელი ფიასკო
"ფიორენტინამ" და "ინტერმა" გულშემატკივრებს უსიამოვნო სიურპრიზი მოუმზადეს - მილანური გრანდი უდინეში შერცხვა, ფლორენციელებმა კი საკუთარ კედლებში "პესკარას" ვერაფერი დააკლეს.
მოკლედ ვთქვათ, რომ "ვიოლამ" სრული უპირატესობით წარმართა "დელფინებთან" შეხვედრა, მაგრამ ეს ის შემთხვევა გახლდათ, როდესაც ბურთი არ შედის კარში.
რაც შეეხება "ინტერს", ანდრეა სტრამაჩონიმ ისევ მიმართა ექსპერიმენტებს: კიდევ ერთხელ დაწია დაცვის ცენტრში ესტებან კამბიასო, შუა ხაზი ისევ გარგანოს, პერეირას, გუარინს, ჯონატანს ჩააბარა და შედეგიც შესაბამისი მიიღო - უდინელებმა მეორე ტაიმში სამი მარტივი კომბინაცია გაუთამაშეს მილანელებს და გამანადგურებელი ანგარიში დააფიქსირეს - 3:0.
აღსანიშნავია, რომ ორი გოლი ანტონიო დი ნატალემ, ხოლო ერთი ლუის მურიელმა გაიტანა. ტოტოს და ლუისის ტანდემს უდინელი ტიფოზები სეზონის სტარტიდან ელოდებიან, მაგრამ ძირითადად სამხრეთამერიკელი ტრავმირებული იყო.
ნამატჩევს "ინტერის" მესაჭე ანდრეა სტრამაჩონი უხასიათოდ იყო, ბევრი არ ულაპარაკია და ერთი გაიკვირვა, ასეთი ანგარიშით რამ წაგვაგებინაო. აქვე ვთქვათ, რომ "ფიორენტინას" მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ შეაქო შეგირდები და დაამატა, უბრალოდ, ჩვენი დღე არ იყოო.
Video
უდინეზე - ინტერი 3:0
უდინეზე - ინტერი 3:0
ედინსონის შოუ
როგორც მოსალოდნელი იყო, "ნაპოლი"-"რომას" პაექრობა საინტერესო სანახავი გამოდგა. სტუმრებს სულაც არ უთამაშიათ ცუდად, რაც სტატისტიკიდანაც ჩანს, მაგრამ მიუხედავად ამისა, გამანადგურებელი ანგარიშით წააგეს.
ამის უმთავრესი მიზეზი ედინსონ კავანია, რომელმაც ჰეთ თრიკი შეასრულა, გოლების რაოდენობით სტეფან ელ შაარავის გადაასწრო და ბომბარდირთა დავას სათავეში ჩაუდგა.
მთლიანობაში, ეს იყო ორი ძალიან კარგი გუნდის ჯახი, რომელთაგან ერთს მეტი სტაბილურობა სჭირდება, ხოლო მეორეს საჩემპიონო ხასიათი - თუ რომელს რომელი, თავად განსაჯეთ...
Video
ნაპოლი - რომა 4:1
ნაპოლი - რომა 4:1
იტალია. სერია A. XIX ტური
კატანია-ტორინო 0:0
კატანია (4-3-3): ანდუხარი - ბელუში, ლეგროტალიე, სპოლი, მარკეზე - ისკო, ლოდი, ალმირონი (81. სალიფუ) - ბარიენტოსი (90. კაპუანო), ბერგესიო (67. კასტრო), გომესი.
ტორინო (4-4-2): ჟილე - დარმიანი, გლიკი, როდრიგესი, მაზიელო - ვივესი, გაცი (68. ბირსა), ბაშა, მეჯორინი (75. სანსონე) - ჩერჩი (81. ვერდი), ბიანკი.
გაფრთხილება: ლეგროტალიე, ბარიენტოსი - დარმიანი, გლიკი, მაზიელო, გაცი, ვივესი.
გაძევება: ლოდი (13. კატანია).
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 23-15; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 11-8(6-2); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 14 000
ლაციო-კალიარი 2:1
გოლები: 0:1 საუ (62), 1:1 კონკო (79), 2:1 კანდრევა (86-პენ.).
ლაციო (4-5-1): მარკეტი - კონკო, ბიავა, დიასი (74. სიანი), რადუ - ლულიჩი, ერნანესი, ლედესმა (74. ფლოკარი), გონსალესი (61. კანდრევა), მაური - კლოზე.
კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პერიკო, დელფაბრო, როსეტინი, აველარი - დესენა (56. კოსუ), კონტი, ეკდალი - ნაინგოლანი - იბარბო (86. ავრამოვი), საუ (75. ნენე).
გაფრთხილება: დიასი (ლაციო).
გაძევება: აგაცი (84. კალიარი), კოსუ (84. კალიარი).
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 16-12; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 16-6(8-4); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 45 000
უდინეზე-ინტერი 3:0
გოლები: 1:0 დი ნატალე (62), 2:0 მურიელი (75), 3:0 დი ნატალე (79).
უდინეზე (3-5-1-1): ბრკიჩი - ერუ, დანილო, დომიცი - ბასტა, პერეირა, ალანი, ლაძარი, პასკუალე - მურიელი (81. მაიკოსუელი), დი ნატალე (88. ვილიანსი).
ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი - სამუელი, კამბიასო, ჟუან ჟესუსი - ჯონათანი (78. როკი), ძანეტი, გარგანო (74. დანკანი), გუარინი, პერეირა - კასანო (82. სილვესტრი), პალასიო.
გაფრთხილება: დანილო, ალანი, მაიკოსუელი - პერეირა, პალასიო.
გაძევება: ჟუან ჟესუსი (65. ინტერი).
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 8-7; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 6-3(3-1); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 25 000
მილანი-სიენა 2:1
გოლები: 1:0 ბოიანი (67), 2:0 პაცინი (80-პენ.), 2:1 პაოლუჩი (87).
მილანი (4-4-2): აბიატი - აბატე, დე შილიო, აჩერბი, კონსტანტი (63. ანტონინი) - მონტოლივო, ამბროზინი, ნოჩერინო (55. ბოიანი), ბოატენგი - ელ შაარავი, პაცინი.
სიენა (4-4-2): პეგოლო - ნეტო, პაჩი, ფელიპე, ანჯელო - დაგოსტინო (70. ბოლცონი), დელ გროსო, ვერგასოლა, ვალიანი (80. პაოლუჩი) - როზინა (58. რეჯინალდო), ბოგდანი.
გაფრთხილება: ამბროზინი, პაცინი - ნეტო, ფელიპე, ანჯელო, ვერგასოლა, დელ გროსო.
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 21-14; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 8-4(3-3); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 50 000
Video
მილანი - სიენა 2:1
მილანი - სიენა 2:1
კიევო-ატალანტა 1:0
გოლი: 1:0 კოფიე (37).
კიევო (4-3-3): სორენტინო - სარდო, დაინელი, ანდრეოლი, იოკიჩი - გუანა, ლ. რიგონი, კოფიე - სტოიანი (84. დი მიკელე), თერეუ (90. მ. რიგონი), ლუსიანო (62. ცეზარი).
ატალანტა (4-4-2): კონსილი - ბელინი (42. სკელოტო), სტენდარდო, ფრეი, ბრივიო - რაიმონდი, ბიონდინი (46. ჩიგარინი), რადოვანოვიჩი, ბონავენტურა - დე ლუკა (66. პარა), დენისი.
გაფრთხილება: დაინელი - ბრივიო, რაიმონდი, ბიონდინი.
კუთხური: 4-7; ჯარიმა: 13-19; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 7-4(2-3); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 9 000
ფიორენტინა-პესკარა 0:2
გოლები: 0:1 ჯონატასი (57), 0:2 სელიკი (90).
ფიორენტინა (3-5-2): ნეტო - რონკალია, ტომოვიჩი, სავიჩი - კუადრადო, აკვილანი, პისარო (66. ფერნანდესი), ბორხა ვალერო, პასკუალი (78. სეფეროვიჩი) - იოვეტიჩი, ტონი (60. ლიაიჩი).
პესკარა (4-3-1-2): პერინი - ბალცანო, ტერლიცი, კაპუანო, მოდესტო - ნიელსენი, ტონი (71. კოლუჩი), ბარნასონი - ვეისი (83. ბოკეტი) - ჯონატასი (85. აბრუსკატო), სელიკი.
გაფრთხილება: ბორხა ვალერო - ტერლიცი, მოდესტო, ტონი, ჯონატასი, სელიკი.
კუთხური: 9-2; ჯარიმა: 21-14; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 19-4(15-3); ბურთის ფლობა: 70%-30%.
მაყურებელი: 28 000
ჯენოა-ბოლონია 2:0
გოლები: 1:0 ბორიელო (57), 2:0 ბორიელო (73).
ჯენოა (4-4-2): ფრეი - პიზანო, კანინი, გრანკვისტი, ანტონელი - კუჩკა, მათუზალემი (60. სეიმური), როსი, ვარგასი (46. მორეტი) - იმობილე (80. ფლორო ფლორესი), ბორიელო.
ბოლონია (4-2-3-1): ალიარდი - გარიჩი, პორტანოვა, სორენსენი, კერუბინი - გუარენტე, კრხინი (60. დიამანტი) - ტაიდერი, პასკუატო (77. აკვაფრესკა), კონე (39. მორლეო) - ჯილარდინო.
გაფრთხილება: პიზანო, ანტონელი, იმობილე - პორტანოვა, კრხინი, კონე, მორლეო.
კუთხური: 1-3; ჯარიმა: 10-16; თამაშგარე: 1-10; კარში დარტყმა: 9-6(4-2); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 20 000
იუვენტუსი-სამპდორია 1:2
გოლები: 1:0 ჯოვინკო (24-პენ.), 1:1 იკარდი (52), 1:2 იკარდი (69).
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარცალი, ბონუჩი, პელუზო - პადოინი, პოგბა (71. ჯაკერინი), პირლო, მარკიზიო, დე ჩელიე (62. ვუჩინიჩი) - ჯოვინკო, მატრი (71. კვალიარელა).
სამპდორია (3-5-2): რომერო - ბერარდი, გასტალდელო, კოსტა - პალომბო, კრსტიჩიჩი (80. ტისონე), ობიანგი, პოლი, ესტიგარიბია (46. დე სილვესტრი) - ედერი (76. მუნარი), იკარდი.
გაფრთხილება: ბონუჩი, პელუზო, პოგბა, პირლო - რომერო, კრსტიჩიჩი, პოლი, იკარდი.
გაძევება: ბერარდი (32. სამპდორია).
კუთხური: 14-3; ჯარიმა: 12-13; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 15-6(7-4); ბურთის ფლობა: 71%-29%.
მაყურებელი: 38 000
პარმა-პალერმო 2:1
გოლები: 1:0 ბელფოდილი (63), 1:1 ბუდანი (85), 2:1 ამაური (90).
პარმა (4-3-3): მირანტე - ბენალოუანე (56. სანტაკროჩე), ლუკარელი, პალეტა, გობი - მარკიონი, მუსაჩი (56. ასკუა), პაროლო - ბიაბიანი, სანსონე (77. ამაური), ბელფოდილი.
პალერმო (4-3-2-1): ბენუსი - ფონ ბერგენი, გარსია, არონიკა, მორგანელა - ბარეტო, კურტიჩი (80. მალელე), სანსევერინო (68. ანსელიმო) - ილიჩიჩი, დიბალა (84. ბუდანი) - ბრიენცა.
გაფრთხილება: ბენალოუანე, ლუკარელი, პაროლო - არონიკა, ილიჩიჩი, დიბალა.
კუთხური: 4-9; ჯარიმა: 8-18; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 8-14(4-6); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 14 000
ნაპოლი-რომა 4:1
გოლები: 1:0 კავანი (4), 2:0 კავანი (48), 3:0 კავანი (70), 3:1 ოსვალდო (72), 4:1 მაჯო (90).
ნაპოლი (3-4-1-2): დე სანკტისი - გამბერინი, კამპანიარო, ბრიტოსი - მაჯო, ბერამი, ინლერი (65. ჯემაილი), ცუნიგა - ჰამშიკი (88. ინსინიე) - პანდევი (81. მესტო), კავანი.
რომა (4-3-3): გოიკოეჩეა - პირისი (82. ფლორენცი), ბურდისო, კასტანი, ბალცარეტი - ბრედლი, პიანიჩი, დე როსი - ლამელა, დესტრო (62. ოსვალდო), ტოტი.
გაფრთხილება: დე სანკტისი, კამპანიარი, მაჯო - ტოტი.
გაძევება: პიანიჩი (74. რომა).
კუთხური: 7-10; ჯარიმა: 12-17; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 7-19(6-8); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 40 000
სატურნირო ცხრილი
შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ნაპოლი -2, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.
ბომბარდირები: 16 - კავანი (ნაპოლი); 14 - ელ შაარავი (მილანი); 12 - დი ნატალე (უდინეზე); 10 - კლოზე (ლაციო), ლამელა (რომა), ოსვალდო (რომა); 8 - მილიტო (ინტერი), იოვეტიჩი (ფიორენტინა), პაცინი (მილანი).
მომდევნო ტური
12 იანვარი:
ბოლონია-კიევო, ინტერი-პესკარა.
13 იანვარი:
ტორინო-სიენა, კატანია-რომა, ლაციო-ატალანტა, ნაპოლი-პალერმო, უდინეზე-ფიორენტინა, კალიარი-ჯენოა, პარმა-იუვენტუსი, სამპდორია-მილანი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სერია A. XIX ტურის წინ: ცენტრალური ჯახი სამხრეთში