იტალიელ ფორვარდს მუდმივი პრომლემები აქვს რობერტო მანჩინისთან და თუ გუნდი არ გამოიცვალა, შეიძლება სათამაშო პრაქტიკის გარეშე დარჩეს. ბევრჯერ ითქვა იმის შესახებ, რომ მარიოს გადაბირება "მილანის" მესვეურებს სურთ, მაგრამ ფაქტია, რომ ლომბარდიელები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
პირიქით, სილვიო ბერლუსკონიმ არაერთხელ განაცხადა, რომ მარიო "როსონერის" გეგმებში არ შედის. სამაგიეროდ, "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ გამოთქვა ბალოტელის გადაბირების სურვილი და შემდეგი განაცხადა:
"სატრანსფერო ბაზარზე უფრო მეტად ვიაქტიურებდით, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ გაძლიერების
თუ ინგლისელები მარიოში კოლოსალურ თანხას არ მოითხოვენ, მის შეძენაზე აუცილებლად დავფიქრდებით. ხასიათი? - ბალოტელის პირისპირ არასდროს შევხვედრივარ, მაგრამ ჩემი შეგირდებისგან ვიცი, რომ ძალიან მხიარული და კარგი ადამიანია. კრისტიან მაჯო, მორგან დე სანკტისი და "სკუადრა აძურას" სხვა წევრები მას მხოლოდ დადებითად ახასიათებენ. ვფიქრობ, ყველა ის თვისება მაქვს, რომელიც მასთან მუშაობას და ურთიერთობას გამიადვილებს. სიამოვნებით ვიხილავდი მარიოს "ნაპოლის" მაისურით და მინდა, ეს თვითონაც იცოდეს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კარლოს ტევესი მარიო ბალოტელის მხარს უჭერს