ტურინში, 9 იანვარს გამართულ შეხვედრაში, "როსონერი" შტეფან ელ-შაარავის გოლით სწრაფად დაწინაურდა, თუმცა სებასტიან ჯოვინკომ ექვსიოდე წუთში აღადგინა სტატუს-ქვო.
შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, დამატებით ტაიმებში კი მასპინძლებს გაუმართლათ. 95-ე წუთზე მირკო ვუჩინიჩმა იყოჩაღა.
სულ ბოლოს "მილანს" გათანაბრების შანსი კი ჰქონდა, მაგრამ "ბებერი ქალბატონის" მეკარე მარკო სტორარიმ მბაე ნიანგის აუღო.
Video
იუვენტუსი - მილანი 2:1
იუვენტუსი - მილანი 2:1
"თამაშისთვის შეიძლება თანაბარი დაგვერქმია. მირკო ვუჩინიჩის გოლის ეპიზოდში დასანანი
ნებისმიერ შემთხვევაში, მე კმაყოფილი ვარ ჩვენი ასპარეზობით, მიუხედავად იმისა, რომ გაშვებული გოლის შემდეგ გვქონდა გათანაბრების შანსი.
რა თქმა უნდა, შედეგით ვერ გავიხარებთ. დასანანია, რომ სულ ბოლოს მარკო სტორარიმ ბრწყინვალე სეივი განახორციელა.
თამაშის გაუმჯობესება ნამდვილად შეგვიძლია, მაგრამ ამ თამაშში აშკარად მეტს ვიმსახურებდით", - აქვეყნებს ალეგრის ნათქვამს Football-Italia.
ასევე იხილეთ:
ანტონიო კონტე: გამარჯვება ძალიან გვინდოდა [VIDEO]