"როსონერის" პრეზიდენტს იმდენჯერ ჰკითხეს სუპერ-მარიოს შესახებ, რომ ერთხელაც ნერვებმა უმტყუნა და 22 წლის ფორვარდს დამპალი ვაშლი უწოდა, რომელსაც ნებისმიერ გუნდში შეუძლია ატმოსფეროს გაფუჭება.
იტალიელმა ჟურნალისტებმა ეს ამბავი უმალ აიტაცეს და თავად მარიოსთან მოისურვეს დაკავშირება... ბალოტელიმ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, თუმცა პრესას მისი აგენტი მინო რაიოლა გაესაუბრა:
"სილვიო ბერლუსკონი აშკარად შეცდა, როდესაც ასეთი არაეთიკური განცხადება გააკეთა. მარიო ბალოტელი არა დამპალი ვაშლი, არამედ ალუბალია... დიახ, მარიო ისევე მოუხდებოდა ნებისმიერი კალიბრის
შეგახსენებთ, რომ მინო რაიოლა კიდევ არაერთი ცნობილი ფეხბურთელის აგენტია, მათ შორის ზლატან იბრაჰიმოვიჩის - მინომ 31 წლის შვედის შესახებაც გააკეთა საინტერესო განცხადება:
"დაბრუნდება თუ არა ზლატანი იტალიაში? - იბრაჰიმოვიჩი საფრანგეთში კარგად გრძნობს თავს და არა მგონია, რომ უახლოეს მომავალში იტალიაში დაბრუნდეს. ისე, ერთხელ პირად საუბარში მითხრა, რომ დიდი სიამოვნებით ითამაშებდა "ნაპოლიში". იბრას თქმით, "სტადიო სან პაოლოზე" საოცარი, ყველაზე გამორჩეული ატმოსფეროა - ნეაპოლი მას ნამდვილად იზიდავს. ვფიქრობ, თუ ზლატანი ოდესმე იტალიაში დაბრუნდა, "ნაპოლიში" ითამაშებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"მანჩესტერ სიტი" მარიო ბალოტელის 30 მლნ ევროდ აფასებს
ვალტერ მაცარი: მარიო ბალოტელის იოლად გავუგებდი