"ფიორენტინა" ვინჩენცო მონტელას კონტრაქტს უხანგრძლივებს

AutoSharing Option
მართალია, სერია A-ს გასულ ტურში "ფიორენტინამ" სენსაციური მარცხი იგემა, მაგრამ მთლიანობაში, გუნდის საამსეზონო ასპარეზობა მაინც დადებითად უნდა შევაფასოთ.

ფლორენციული გუნდი სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. სწორედ ამიტომ, "ვიოლას" მესვეურებმა მთავარ მწვრთნელთან ხელშეკრულების გახანგრძლივება მოისურვეს და სავარაუდოდ, ამ საქმეს მალევე მოაბავენ თავს. რაც მთავარია, მოვლენათა ასეთი განვითარება 38 წლის ვინჩენცო მონტელასაც აწყობს:

"ფლორენციაში დიდი ხნით ჩამოვედი და მიხარია, რომ ჩემი მოლოდინი მართლდება. კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულში მიმთავრდება, მაგრამ როგორც მეუბნებიან, მალე ახალ ხელშეკრულებას შემომთავაზებენ... დავთანხმდები თუ არა?
- რა თქმა უნდა, "ფიორენტინას" მესვეურებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და ვიცი, რომ ყველაფერზე უპრობლემოდ შევთანხმდებით"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ფიორენტინა" არგენტინელებით ძლიერდება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული