ანტონიო კონტე: "ნაპოლი" უნდა ამაყობდეს იმით, რომ გვძულს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონი კონტემ გუნდის ნახევარმცველის კლაუდიო მარკიზიოს ნათქვამზე კომენტარი გააკეთა.

ამ უკანასკნელმა იტალიურ პრესასთან საუბრისას "ნაპოლისადმი" თავისი უარყოფითი ემოციები გამოააშკარავა, რასაც ორი გუნდის გულშემატკივართა დაპირისპირება და ოფიციალურ პირთა აღშფოთება მოჰყვა.

"ორი აზრი არ არსებობს, მარკიზიოს გამონათქვამი მხოლოდ სპორტულ მეტოქეობას გულისხმობდა. "ნაპოლი" ჩვენს მიმართ ზუსტად იმავეს გრძნობს, რასაც ჩვენ მის მიმართ.

დიდ კლუბებს შორის მეტოქეობა - ეს ფეხბურთში სავსებით ნორმალურია.

"ნაპოლი" უნდა ამაყობდეს იმით, რომ მის მიმართ ანტიპატიით ვართ განწყობილნი. ეს ნიშნავს, რომ ნეაპოლელები ისეთი დიდი გუნდების მარაქას
შეუერთდნენ, რომელშიც ჩვენ, "მილანი" და "ინტერი" ვართ"
, - დასძინა კონტემ.

ასევე იხილეთ:
სერია A. XX ტურის წინ: რა შეიცვლება ლიდერთა მარაქაში?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული