ჩეზარე პრანდელი: ტურინის "იუვენტუსი" სერია A-ს ფავორიტად რჩება

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი მიიჩნევს, რომ "იუვენტუსი" საჩემპიონო მარათონის ფავორიტად მაინც რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორ ტურში მდევარ "ლაციოსთან" უპირატესობა 3 ქულამდე დაიყვანა.

"იუვენტუსი" იტალიური პირველობის ფავორიტად რჩება. შედეგებისა და თამაშის გათვალისწინებით, ეს გუნდი აშკარად სხვებზე უკეთესად გამოიყურება.

მართალია, ტურინელთათვის პრობლემების შექმნა არაერთ გუნდს შეუძლია, მაგრამ ჩემი აზრით, "იუვენტუსი" სერია A-ში შედარებით ძლიერი შემადგენლობით გამოირჩევა.

"ლაციო"? მათი წარმატებული გამოსვლა ჩემთვის მოულოდნელობა არ ყოფილა. ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდი კარგადაა მომზადებული და ბრწყინვალედ ახორციელებს მწვრთნელის იდეებს მოედანზე",
- აქვეყნებს პრანდელის
ნათქვამს იტალიური პრესა.

ასევე იხილეთ:
სერია A. XX ტური: ლიდერის კვალდაკვალ - ნუთუ "იუვენტუსი" კრიზისშია? [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული