ტურინელთა ულტიმატუმი ბასკებს: 4 მილიონი ფერნანდო ლორენტეში

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონი ტურინის "იუვენტუსი" კიდევ ერთხელ, უკანასკნელად ცდის იანვარში ესპანელი ფორვარდის, ფერნანდო ლორენტეს ყიდვას.

ტურინელებმა ბილბაოს "ატლეტიკს" უკვე მიმართეს წინადადებით, ისინი 27 წლის ფორვარდში, რომელიც ნახევარ წელში თავისუფალი აგენტი ხდება, 4 მილიონ ევროს იხდიან. ბილბაო დამატებით 300 ათას ევროს მიიღებს, თუკი "იუვე" იტალიის ჩემპიონი გახდება.

ბასკებს მოსაფიქრებლად ცოტა დრო აქვთ - პარასკევამდე. მერე კი "იუვენტუსი" ჩირო იმობილეს ტრანსფერზე იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ უკვე მიღწეულია კლუბებს შორის შეთანხმება, რომლის თანახმადაც "მეფე ლომი" ზაფხულში "იუვენტუსში" გადავა.

ასევე იხილეთ:
"ბილბაომ" დაადასტურა: ფერნანდო ლორენტე "იუვენტუსში"
გადავა


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული