სერია A. XXI ტური: "ბებერი ქალბატონი" ისევ გაახალგაზრდავდა [VIDEO]

AutoSharing Option
XXI ტურის ორი შეხვედრა შაბათს გაიმართა და ორივე მეტად საინტერესო. სიცილიაზე "ლაციო" ჩავიდა და იქაურ "პალერმოს" ქულები გაუყო, "იუვენტუსმა" კი საკუთარ კედლებში "უდინეზეს" გადაურბინა.

სწორედ ამ მატჩებით დავიწყოთ...

დაკარგა თუ მოიპოვა?
"ლაციო" კუნძულზე მიროსლავ კლოზეს გარეშე ჩავიდა, რამაც რომაელები რთულ მდგომარეობაში ჩააგდო. მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ მიეცა თავის გამოჩენის საშუალება სერჯო ფლოკარის, რომელიც წინა ტურში მატჩის გმირი გახდა.

ფლოკარის ათამაშება "ბიანკოჩელესტესთვის" დიდი შვებაა, რადგან შეტევის წინა ხაზზე მხოლოდ ერთი ფეხბურთელის იმედზე ყოფნა, თუნდაც ის კლოზე იყოს, არცთუ საშური ამბავია. ფლოკარიმ
"პალერმოსაც" გაუტანა და გახსნა კიდეც ანგარიში, როდესაც საჯარიმოში დაკიდებულ ბურთს თავური დაჰკრა და ბადეში გაახვია.

პირველ ტაიმში რომაელებს კიდევ შეეძლოთ გატანა და ფორის გაზრდა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერ ივარგეს.

მეორე ტაიმი უფრო დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მასპინძლები აქტიურად გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე, გოლი მოამწიფეს და ორწუთიან მონაკვეთში ორჯერ იხეირეს. 70-ე წუთზე არევალო რიოსმა გამოიჩინა თავი, 71-ეზე კი პაულო დიბალა გამოირჩა.

აქ უკვე სტუმრები გააქტიურდნენ და მთელი გუნდით მეტოქის ნახევარზე გადავიდნენ - გაქვითეს კიდეც ანგარიში, მაგრამ ერთობ საეჭვო ვითარებაში... 84-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც სერჯო ფლოკარი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და თერთმეტმეტრიანი აიკიდა...

მთავარი ის გახლავთ, რომ ფორვარდს არავინ შეხებია, მსაჯი კი სიმულაციაზე წამოეგო.

ასეა თუ ისე, "ლაციომ" ანგარიში გაათანაბრა და ქულა გადაარჩინა. "იუვეს" მოგების ფონზე რომაელებმა უფრო დაკარგეს ქულები, მაგრამ მეორე მხრივ, თუ გამოგონილ თერთმეტმეტრიანს გავითვალისწინებთ, იმ ერთი ქულითაც კმაყოფილნი უნდა იყვნენ...

პოგბა აღარ ხუმრობს
"იუვენტუსმა" ისე მოიგო, რომ კრიზისის შესახებ გავრცელებული ხმები ერთიანად გააქარწყლა. ანტონიო კონტეს გუნდმა ყველა კომპონენტში დაჯაბნა მეტოქე, რაც ანგარიშზეც შესაბამისად აისახა.

მნიშვნელოვანი იყო პირველი გოლი, რომლითაც ტურინელებმა გატეხეს მეტოქე და ეს გოლი პოლ პოგბამ მიითვალა აქტივში. თანაც, რა გოლი - დაახლოებით 30 მეტრიდან უძლიერესად დაარტყა და ბურთი ცხრიანში ჩაჭედა.

ეს იყო ულამაზესი გოლი, რომელიც ნებისმიერ ტოპ-ათეულს დაამშვენებდა. პოგბას გმირობა ამით არ დასრულებულა. ახალგაზრდა ფრანგმა მეორე ტაიმის შუაწელშიც გამოიჩინა თავი და მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა...

VideoSportall.Ge
იუვენტუსი - უდინეზე 4:0

პოლმა ამჯერადაც შორიდან გაისროლა, თუმცა ბურთი არა ცხრიანში, დაბალ კუთხეში გაახვია. მესამე და მეოთხე გოლები შესაბამისი თანმიმდევრობით მირკო ვუჩინიჩმა და ალესანდრო მატრიმ გაიტანეს... "იუვემ" ერთი ამოსუნთქვით სძლია "უდინეზეს", მატჩის გმირი კი პოლ პოგბა გახლავთ, რომელმაც ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა:

"შესანიშნავი თამაში იყო, რომელიც დიდხანს არ დამავიწყდება. მთლიანად გუნდმა ითამაშა კარგად და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ.

ჩემი თამაშით იშვიათად ვარ კმაყოფილი, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც საწუწუნო არაფერი მაქვს. ორი გოლი გავიტანე და მიხარია, რომ გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანე.

კარგად მესმის, რომ ეს დუბლი სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრების გარანტია არაა და საკუთარი ძალა თითოეულ ვარჯიშზე უნდა ვამტკიცო".

გოლი ცენტრიდან
ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრა ფლორენციაში გაიმართა, სადაც "ფიორენტინამ" "ნაპოლი" მიიღო. მატჩი ფრედ დასრულდა, 1:1 და თუ თამაშის სცენარს გავითვალისწინებთ, ასეც უნდა მომხდარიყო. მომენტები ორივე კართან დაახლოებით თანაბარი რაოდენობით შეიქმნა და მოგებაც ორივე გუნდს შეეძლო.

ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, გოლი კი მართლაც არაორდინარული გამოვიდა - ფაკუნდო რონკალია მოედნის ცენტრში იყო, როდესაც ბურთის მეტოქის საჯარიმოში ჩაგდება განიზრახა... ჩააგდო კიდეც და მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა - ბურთი ყველას გადაახტა, მათ შორის, მეკარე მორგან დე სანკტისს და ბადეში გაეხვა - 1:0.

ნეაპოლელთა მეკარემ უხეში შეცდომა დაუშვა, კარი დაკარგა, ბურთზე არასწორად გავიდა და ფლორენციელებს გოლი აჩუქა.

გამათანაბრებელი სტუმრებმა პირველივე ტაიმში შეაგდეს, როდესაც საჯარიმოში ჩაკიდულ ბურთს ედინსონ კავანიმ თავური მიაყოლა და ფლორენციელთა კიპერი უშანსოდ დატოვა - 1:1.

თუ მწვრთნელების მიერ განხორციელებული ცვლილებებით ვიმსჯელებთ, მოგება უფრო ნეაპოლელებს სურდათ, მაგრამ მეტი გოლი აღარ გასულა - გუნდებმა ქულები გაიყვეს და ისე გაიყარნენ.

VideoSportall.Ge
ფიორენტინა - ნაპოლი 1:1


თინეიჯერები შეტევაში
"მილანმა" შეტევებში გაატარა "ბოლონიასთან" საშინაო პაექრობა და მთლიანობაში დამსახურებულად გაიმარჯვა, 2:1. თუმცა ცალკე სალაპარაკო თემაა, თუ რამდენად საამაყოა ლომბარდიული გრანდისთვის იტალიის თასზე ნაომარ "ბოლონიასთან" მცირე უპირატესობით წარმართული პაექრობა და მინიმალური ანგარიშით მოგება.

მასიმილიანო ალეგრი ღიად ჩამოდის ფსონს ახალგაზრდებზე - "ბოლონიას" წინააღმდეგ ფლანგებიდან 18 წლის ფეხბურთელები: სტეფან ელ შაარავი და მბაიე ნიანგი უტევდნენ. თინეიჯერებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და დიდი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ ცენტრფორვარდად გამწესებულმა ჯამპაოლო პაცინიმ დუბლი შეასრულა.

"მილანმა" მნიშვნელოვანი ქულები ჩაიწერა აქტივში და ჯერ კიდევ იბრძვის ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის. შანსი მიზერულია, მაგრამ არის...

VideoSportall.Ge
მილანი - ბოლონია 2:1


იტალია. სერია A. XXI ტური
პალერმო-ლაციო 2:2
გოლები: 0:1 ფლოკარი (10), 1:1 რიოსი (70), 2:1 დიბალა (71), 2:2 ერნანესი (84-პენ.).
პალერმო (3-4-1-2): უიკანი - ფონ ბერგენი, გარსია, არონიკა (46. მუნიოსი) - მორგანელა (65. ანსელიმო), რიოსი, კურტიჩი, დოსენა - ილიჩიჩი (79. მალელე) - დიბალა, მიკოლი.
ლაციო (4-4-1-1): მარკეტი - კავანდა, ბიავა, სიანი, რადუ (73. კანდრევა) - ლულიჩი (68. გონსალესი), ერნანესი, ლედესმა, ცანა - მაური - ფლოკარი.
გაფრთხილება: ფონ ბერგენი, გარსია, მიკოლი - კავანდა, ცანა, ლულიჩი.
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 11-14; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 8-11(3-6); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 17 000

იუვენტუსი-უდინეზე 4:0
გოლები: 1:0 პოგბა (41), 2:0 პოგბა (66), 3:0 ვუჩინიჩი (72), 4:0 მატრი (80).
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარცალი, ბონუჩი, კასერესი - ლიხტშტაინერი, პოგბა, ვიდალი (77. პადოინი), ჯაკერინი, დე ჩელიე (83. ისლა) - ჯოვინკო (46. მატრი), ჯოვინკო.
უდინეზე (3-5-1-1): პადელი - ერუ, დანილო, დომიცი - ბასტა, პინცი, ალანი, ლაძარი, პასკუალე (84. სილვა მოისესი) - პერეირა (51. დი ნატალე) - მურიელი (74. მაიკოსუელი).
გაფრთხილება: ვიდალი - პინცი, მურიელი.
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 8-7; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 12-8(8-2); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 38 000

ფიორენტინა-ნაპოლი 1:1
გოლები: 1:0 რონკალია (33), 1:1 კავანი (42).
ფიორენტინა (3-5-2): ნეტო - რონკალია, გონსალო, სავიჩი - კუადრადო, აკვილანი, რომულო (77. მილიაჩო), ბორხა ვალერო, პასკუალი (82. ტომოვიჩი) - იოვეტიჩი, ტონი (85. ლიაიჩი).
ნაპოლი (3-4-1-2): დე სანკტისი - გამბერინი (70. ინსინიე), კამპანიარო, ბრიტოსი - მაჯო, ბერამი (56. ჯემაილი), ინლერი, ცუნიგა - ჰამშიკი - პანდევი, კავანი.
გაფრთხილება: სავიჩი, გონსალო, ტონი - გამბერინი, ბერამი, ინლერი.
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 16-20; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 12-9(3-5); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 28 000

მილანი-ბოლონია 2:1
გოლები: 1:0 პაცინი (65), 2:0 პაცინი (82), 2:1 მექსე (84-საკ. კარში).
მილანი (4-3-3): აბიატი - აბატე, საპატა, მექსე, კონსტანტი - მონტოლივო, ფლამინი (81. ტრაორე), ბოატენგი - ელ შაარავი, ნიანგი (77. ნოჩერინო), პაცინი.
ბოლონია (4-2-3-1): ალიარდი - გარიჩი, პორტანოვა, ანტონსონი, კერუბინი - პერესი, პაციენცა (75. პასკუატო) - დიამანტი, რივეროლა (51. ტაიდერი), კონე - ჯილარდინო (62. გაბიადინი).
გაფრთხილება: აბატე - კერუბინი, დიამანტი, პაციენცა.
კუთხური: 8-1; ჯარიმა: 8-14; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 14-5(7-2); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 47 000

ატალანტა-კალიარი 1:1
გოლები: 0:1 კანინი (საკ. კარში), 1:1 სტენდარდო (57).
ატალანტა (4-4-2): კონსილი - ფრეი, სტენდარდო, კანინი, ბრივიო - ჩიგარინი, ბიონდინი (73. კაცოლა), ჯორჯი, ბონავენტურა - მორალესი (55. პარა), დენისი (90. რადოვანოვიჩი).
კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პიზანო, როსეტინი, ასტორი, აველარი - დესენა, კონტი, ნაინგოლანი - ეკდალი (82. რიბეირო) - იბარბო, საუ (69. პინილია).
გაფრთხილება: დენისი - აველარი, ეკდალი.
გაძევება: ჯორჯი (80. ატალანტა).
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 13-11; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 13-6(3-1); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 15 000

კიევო-პარმა 1:1
გოლები: 0:1 ბელფოდილი (40), 1:1 პალოსკი (56).
კიევო (3-5-2): პუჯონი - ფარკასი, დაინელი, ანდრეოლი - სარდო, გუანა, ლ. რიგონი (74. გუანა), კოფიე, იოკიჩი - თერეუ (84. მოსკარდელი), პალოსკი (64. პელისიერი).
პარმა (3-5-2): მირანტე - ძაკარდო, ლუკარელი, პალეტა - გობი, მარკიონი (80. ასკუა), როსი, პაროლო, ვალდესი - სანსონე (72. ამაური), ბელფოდილი.
გაფრთხილება: ლ. რიგონი, იოკიჩი - ლუკარელი, სანსონე.
კუთხური: 11-2; ჯარიმა: 8-12; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 9-4(6-1); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 9 500

ჯენოა-კატანია 0:2
გოლები: 0:1 ბერგესიო (4), 0:2 ბარიენტოსი (86).
ჯენოა (4-4-2): ფრეი - სამპირიზი (49. როსი), კანინი, გრანკვისტი, მორეტი - კუჩკა, მათუზალემი, ოლივერა (57. ფლორო ფლორესი), ანტონელი - იმობილე (70. ნადარევიჩი), ბორიელო.
კატანია (4-2-3-1): ანდუხარი - ბელუში, ალვარესი, სპოლი, კაპუანო - ისკო, პალიალუნგა (68. ბიაჯანტი) - გომესი (79. რიკიუტი), ბარიენტოსი, კასტრო - ბერგესიო.
გაფრთხილება: მათუზალემი - ბერგესიო.
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 19-11; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 12-9(4-4); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 20 000

პესკარა-ტორინო 0:2
გოლები: 0:1 სანტანა (4), 0:2 ჩერჩი (41).
პესკარა (4-3-2-1): პერინი - ბალცანო, არჩე, კაპუანო, მოდესტო - ნიელსენი (46. კაშონე), ტონი (74. ვუკუსიჩი), ბარნასონი - ვეისი, ჯონატასი (46. აბრუსკატო) - სელიკი.
ტორინო (4-4-2): ჟილე - დამბროზიო, გლიკი, როდრიგესი, მაზიელო - ბრიგი, გაცი, სანტანა (83. ბირსა), მეჯორინი - ჩერჩი (84. ვივესი), ბარეტო (76. სანსონე).
გაფრთხილება: არჩე, მოდესტო, ტონი - დამბროზიო, მაზიელო, ბირსა.
გაძევება: ვეისი (81. პესკარა).
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 15-22; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 9-11(2-5); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 14 000

სიენა-სამპდორია 1:0
გოლი: 1:0 ბოგდანი (71).
სიენა (3-5-2): პეგოლო - ნეტო, კონტინი, ფელიპე - ანჯელო, დელა როკა, რუბინი, ვერგასოლა, რეჯინალდო (80. ბოლცონი) - როზინა (70. სესტუ), პაოლუჩი (63. ბოგდანი).
სამპდორია (4-4-2): რომერო - დე სილვესტრი (85. მუნარი), გასტალდელო, პალომბო, კოსტა - კრსტიჩიჩი, ობიანგი, პოლი, ესტიგარიბია (76. სავიჩი) - ედერი (65. სორიანო), იკარდი.
გაფრთხილება: სესტუ, ბოგდანი (სიენა).
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 9-17; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 5-6(3-1); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 9 500

რომა-ინტერი 1:1
გოლები: 1:0 ტოტი (22-პენ.), 1:1 პალასიო (45).
რომა (4-3-3): გოიკოეჩეა - პირისი, მარკინიოსი, კასტანი, ბალცარეტი - ბრედლი, ფლორენცი (68. პეროტა), დე როსი (46. პანაიოტისი) - ლამელა, ოსვალდო, ტოტი (81. დესტრო).
ინტერი (3-4-1-2): ჰანდანოვიჩი - ჟუან ჟესუსი, რანოკია, კივუ - ძანეტი, გარგანო (84. მუდინგაი), პერეირა, ნაგატომო (57. ობი) - გუარინი - ლივაია (73. როკი), პალასიო.
გაფრთხილება: დე როსი, ლამელა, ოსვალდო - რანოკია, კივუ, ჟუან ჟესუსი, პერეირა, როკი.
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 12-10; თამაშგარე: 5-8; კარში დარტყმა: 13-10(3-2); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 45 000

VideoSportall.Ge
რომა - ინტერი 1:1


მომდევნო ტური
26 იანვარი
ლაციო-კიევო, კატანია-ფიორენტინა, იუვენტუსი-ჯენოა, ატალანტა-მილანი

27 იანვარი
ბოლონია-რომა, პარმა-ნაპოლი, კალიარი-პალერმო, სამპდორია-პესკარა, უდინეზე-სიენა, ინტერი-ტორინო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული