ანდრეა სტრამაჩონი: "რომასთან" ფრე სამართლიანი შედეგია

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელი ანდრეა სტრამაჩონი კმაყოფილი დარჩა თავისი შეგირდების თამაშით "რომას" წინააღმდეგ.

იტალიის ჩემპიონატის 21-ე ტურის ცენტრალურ მატჩში "ინტერი" დედაქალაქს სტუმრობდა. ფრანჩესკო ტოტის გარჯის წყალობით, "რომამ" ანგარიშში წინ გასვლა მოახერხა, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს როდრიო პალასიომ წონასწორობა აღადგინა.

39 ქულით "ინტერი" სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციას იკავებს, ლიდერ "იუვენტუსს" კი უკვე 9 ქულით ჩამორჩება.

VideoSportall.Ge
რომა - ინტერი 1:1

"საკუთარ კედლებში "რომა" ყოველთვის საშიში მეტოქეა. განსაკუთრებით კი, მაღალი კლასის მოთამაშეებითა და გამოცდილი მწვრთნელის ხელში.

მასპინძლებმა საკმაოდ მძლავრად დაიწყეს თამაში და
პირველ 20 წუთში მაგარ წნეხში მოგვაქციეს. თუმცა შესვენების შემდეგ ჩემი გუნდის თამაში მომეწონა და ამრიგად, ფრეს სამართლიან შედეგად მივიჩნევ",
- აქვეყნებს სტრამაჩონის ნათქვამს Football-Italia.

"ინტერის" დამრიგებელმა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე მოულოდნელი ცვლილება განახორციელა - ნდობა ახალგაზრდა ფორვარდ მარკო ლივაიას გამოუცხადა, გამოცდილი ესტებან კამბიასო კი სათადარიგოთა სკამზე დასვა.

"სათამაშო სქემა ორი ცენტრალური ნახევარმცველით ავირჩიე, რომლებსაც დიდი სამუშაოს შესრულება დაევალებოდათ. ამით მსურდა, "რომას" მრისხანე ნახევარდაცვა გადამეწონა.

კამბიასო "ინტერისთვის" უაღრესად საჭირო მოთამაშეა, მაგრამ ამ მატჩში განსაკუთრებული გეგმა მქონდა.

რაც შეეხება ლივაიას, მან ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. ის ახლოს იყო ულამაზესი გოლის გატანასთანაც, თუმცა ძელს მოარტყა",
- თქვა 37 წლის სპეციალისტმა.

სტრამაჩონი "ინტერის" ყოფილი ფეხბურთელის, ვესლი სნეიდერის "გალათასარაიში" გადასვლის შესახებ ცნობასაც გამოეხმაურა.

"ეს ძალიან კარგი ამბავია "ინტერისთვისაც" და სნეიდერისთვისაც. მიხარია, რომ ეს საპნის ოპერა დასრულდა", - დასძინა "ინტერის" თავკაცმა.

სერია A-ს მომდევნო ტურში "ინტერი" შინ "ტორინოს" მიიღებს.

ასევე იხილეთ:
სერია A. XXI ტური: "ბებერი ქალბატონი" ისევ გაახალგაზრდავდა [VIDEO]
ვესლი სნეიდერი: რატომ "გალათასარაი"? ტიტულებისთვის ბრძოლა მსურს
ანდრეა სტრამაჩონი: სულ ერთია, ნახევარფინალში ვინ შეგვხვდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული