მასიმილიანო ალეგრი: მოხარული ვიქნები, თუ დროგბას "მილანში" ვნახავ

AutoSharing Option
"მილანის" დამრიგებელმა მასიმილიანო ალეგრიმ კომენტარი გააკეთა ინფორმაციაზე, რომლის თანახმად "შანხაი ჰანხუას" ფორვარდი დიდიე დროგბა შესაძლოა მილანურ გუნდში აღმოჩნდეს.

"თუკი დროგბა "მილანში" მართლა გადმოვა, მხოლოდ გამეხარდება. ვფიქრობ, თუკი გალიანის ერთი ან ორი ცნობილი მოთამაშის გადმობირების შესაძლებლობა ექნება, ამას აუცილებლად გააკეთებს კიდეც.

კაკას რაც შეეხება, მსგავსი ტიპის ტრანსფერები ყოველთვის რთულად განსახორციელებელია",
- აქვეყნებს ალეგრის ნათქვამს Milan News.

იტალური პრესაში გავრცელებული ცნობით, "მილანმა" დროგბა შესაძლოა 8 მლნ ევროდ შეიძინოს. ფეხბურთელით ასევე დაინტერესებულია "იუვენტუსიც".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული