აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში სამივე გოლი პირველ 45 წუთში გავიდა.
მასპინძელთაგან გატანილი გოლებით ალესანდრო ფლორენცი და მატია დესტრო გამოირჩნენ, მილანელთაგან კი ერთადერთი გოლი როდრიგო პალასიომ შეაგდო.
Video
რომა - ინტერი 2:1
რომა - ინტერი 2:1
შეხვედრის შემდეგ მილანელთა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა სტრამაჩონიმ კომენტარი გააკეთა:
"ქებას იმსახურებს "რომა" პირველ ნახევარში ნაჩვენები თამაშის გამო, მაგრამ მომეწონა ჩემი გუნდის გარჯა მეორე ტაიმში და ვფიქრობ, საპასუხო შეხვედრაში სასურველი შედეგის მიღწევის შანსი გვექნება.
"სან-სიროზე"
მთლიანობაში, ჩემი შეგირდების შრომით კმაყოფილი ვარ. ახლოს ვიყავით ანგარიშის გათანაბრებასთან", - აქვეყნებს სტრამაჩონის ნათქვამს Football Italia.
"რომასა" და "ინტერს" შორის საპასუხო შეხვედრა ზუსტად ერთი კვირის შემდეგ მილანში, "სან-სიროზე" გაიმართება.
ასევე იხილეთ:
ზდენეკ ზემანი: "ინტერისთვის" პირველ ტაიმში ოთხი გოლის გატანა შეგვეძლო [VIDEO]