პირველი ვარიანტის წარუმატებლობის შემდეგ, რომლის მიხედვით მილანელებს იტალიელის იჯარით აყვანა სურდათ, "როსონერი" მზადაა ბალოტელიში 20 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ადრე ვრცელდებოდა ცნობა, თითქოს "ქალაქელები" მარიოს მხოლოდ 25 მილიონ ევროდ გაყიდიდნენ.
მიმდინარე სეზონში ბალოტელიმ "სიტის" მაისურით 19 მატჩი ჩაატარა, სადაც 3 გოლი გაიტანა.
მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით