"რომა" ზდენეკ ზემანს მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან უშვებს?

AutoSharing Option
შესაძლოა, წუთი-წუთზე "რომას" ხელმძღვანელობამ 65 წლის ჩეხი მწვრთნელი ზდენეკ ზემანი მოხსნას.

სერია A-ს მორიგ ტურში მორიგი წაფორხილების (3:3 "ბოლონიასთან") შემდეგ "რომა" 34 ქულით მხოლოდ მე-8 ადგილზეა და ევროსაგზურებისთვის ბრძოლაში აუტსაიდერია.

ზემანი უკვე დაიბარეს ტრიგორიას ბაზაზე, კლუბის ოფისში.

"გაძეტა დელო სპორტი" იუწყება, რომ 58 წლის სპეციალისტი ალბერტო მალეზანი უკვე მზადაა ზემანის შესაცვლელად. მალეზანის იტალიაში ბევრი გუნდი გაუწვრთნია. ბოლოს ის "ჯენოაში" იყო, საიდანაც შარშან აპრილში მოხსნეს.

ასევე იხილეთ:
ზდენეკ ზემანი: "ინტერისთვის" პირველ ტაიმში ოთხი გოლის გატანა შეგვეძლო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული