ანდრეა პირლო იტალიის 2012 წლის საუკეთესო ფეხბურთელია

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ, რომელიც 2012 წელს ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, საპატიო პრიზით დაჯილდოებისას კომენტარი გააკეთა.

ანდრეას ეს ჯილდო იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ მიაკუთვნა.

"იუვენტუსში" ახალი ემოციების მისაღებად მივედი და მივიღე კიდეც. როდესაც არჩევანს "იუვენტუსის" სასარგებლოდ ვაკეთებდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორ ნაბიჯს ვდგამდი. ამაში ეჭვი არც ახლა მეპარება.

ჩვენი კლუბისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია იტალიის ჩემპიონატის კვლავაც მოგება და მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაში კონკურენტუნარიანი გუნდით გამოსვლა",
- აქვეყნებს ფეხბურთელის ნათქვამს იტალიური პრესა.

რაც შეეხება იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციის სხვა რჩეულებს,
2012 წლის საუკეთესო გუნდად "იუვენტუსი" დასახელდა, საუკეთესო მწვრთნელად კი ტურინელთა დამრიგებელი ანტონიო კონტე. "ბებერი ქალბატონის" კიდევ ერთ წევრს, ჯანლუიჯი ბუფონს საუკეთესო მეკარის პრიზი ხვდა.

ასევე იხილეთ:
სერია A. XXII ტური: დაიძაბა, თან როგორ... [VIDEO]
კალჩო. წლის შეჯამება: ცუდიც და კარგიც
"დრიბლინგი": მიეცით ანდრეა პირლოს ოქროს ბურთი!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული