მარიო ბალოტელი: დებიუტით კმაყოფილი ვარ

AutoSharing Option
"მილანის" ახალწვეულმა მარიო ბალოტელიმ განაცხადა, რომ საკუთარი დებიუტით კმაყოფილია.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურის მატჩში "მილანმა" საკუთარ მოედანზე "უდინეზე" ანგარიშით 2:1 დაამარცხა, ხოლო ბალოტელიმ შეხვედრაში დუბლი მიითვალა.

"მიხარია, რომ ყველაფერი ზუსტად ასე მოხდა. თავიდან სათადარიგოთა სკამზე უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ პაცინიმ ტრავმა მიიღო და მის მაგივრად ვითამაშე.

კარგად ვითამაშე. შეტევაში უფრო ძლიერები ჩვენ ვიყავით. ახლა კი ფეხებში ტკივილს ვგრძნობ, რადგან დიდი ხანია, არ მითამაშია.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს კარგი სტარტი იყო, თუმცა ფიზიკურად უნდა მოვძლიერდე. "მილანმა" დაიმსახურა გამარჯვება",
- თქვა
ბალოტელიმ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
სერია A. XXIII ტური: სუპერმარიო "მილანში" დუბლით იწყებს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული