შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურის მატჩში "მილანმა" საკუთარ მოედანზე "უდინეზე" ანგარიშით 2:1 დაამარცხა, ხოლო ბალოტელიმ შეხვედრაში დუბლი მიითვალა.
"მიხარია, რომ ყველაფერი ზუსტად ასე მოხდა. თავიდან სათადარიგოთა სკამზე უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ პაცინიმ ტრავმა მიიღო და მის მაგივრად ვითამაშე.
კარგად ვითამაშე. შეტევაში უფრო ძლიერები ჩვენ ვიყავით. ახლა კი ფეხებში ტკივილს ვგრძნობ, რადგან დიდი ხანია, არ მითამაშია.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს კარგი სტარტი იყო, თუმცა ფიზიკურად უნდა მოვძლიერდე. "მილანმა" დაიმსახურა გამარჯვება", - თქვა
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
ასევე იხილეთ:
სერია A. XXIII ტური: სუპერმარიო "მილანში" დუბლით იწყებს [VIDEO]