"აქამდე ამხანაგურ შეხვედრებს ჩვენი გუნდისთვის მხოლოდ სიკეთე მოჰქონდა, მიუხედავად უარყოფითი შედეგებისა.
ასეთ თამაშებში შესაძლებელია იმ იდეების ხორცშესხმა, რომელთა გამოყენება ოფიციალურ მატჩებში სახიფათოა.
გუნდში კონკურენცია იზრდება. ჩვენ მუხლჩაუხრელად ვშრომობთ, რათა წარმატებული გუნდი გვყავდეს.
ჰოლანდიის ნაკრები ახალგაზრდული გუნდია, რომელსაც თავის დაცვა ეხერხება. ჩვენთან თამაშში მოგებას შეეცდებიან, მაგრამ ჩვენ საპასუხო დარტყმის მიყენებას ვცდით", - აქვეყნებს პრანდელის ნათქვამს Football Italia.
ასევე იხილეთ:
იტალიის ნაკრები: პრანდელის რჩეულები