ბერლუსკონის ძმამ ბალოტელის "ჩვენი ოჯახის პატარა ზანგი" უწოდა

AutoSharing Option
იტალიური საფეხბურთო კლუბის, "მილანის" ვიცე-პრეზიდენტი პაოლო ბერლუსკონი, რომელიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის ძმაა, მონცაში გამართული პოლიტიკური მიტინგის დროს რასისტული გამონათქვამით გამოირჩა.

პაოლო "მილანის" ახალწვეულ ვარსკვლავზე, მარიო ბალოტელიზე საუბრობდა, რომელსაც "ოჯახის პატარა ზანგი" უწოდა.

"მოდით, წავიდეთ და ვნახოთ ჩვენი ოჯახის პატარა ზანგი. ახალგაზრდა გოგონებსაც ვეპატიჟებით - ეგ კი არა, კლუბის პრეზიდენტის გაცნობის საშუალებაც გექნებათ", - თქვა პაოლო ბერლუსკონიმ.

რა თქმა უნდა, იტალიაში ამ სიტყვებს უმალ დიდი უკმაყოფილება და ვნებათაღელვა მოჰყვა.

ასევე იხილეთ:
სერია A. XXIII ტურის შეჯამება და სიმბოლური: სუპერმარიოს
სუპერდებიუტი

მარიო ბალოტელი: დებიუტით კმაყოფილი ვარ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული