"ფიორენტინა": დელა ვალე - უნდა გამოვფხიზლდეთ!

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ჩემპიონთა ლიგის მესამე საგზურისთვის ბრძოლა ძალიან დაძაბულია.

დიახ, მესამე, რადგან "იუვენტუსი" და "ნაპოლი", დიდი ალბათობით, პირველ-მეორე ადგილებს არ დათმობენ. რაც შეეხება მესამე ადგილს, პრეტენდენტი ბევრია: "ლაციო", "ნაპოლი", “ფიორენტინა”, "მილანი" და "ინტერი"...

ამ შემთხვევაში “ფიორენტინაზე” უნდა შევაჩეროთ ყურადღება, რომელმაც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შეირყია პოზიციები და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე დაეშვა. არადა, სეზონის პირველ ნახევარში "ვიოლამ" წაუგებელ მატჩთა სერია გამოაცხო და ლიგას კი არა, სკუდეტოსაც კი დაუმიზნა.

თუმცა
ეს ყველაფერი გასულ წელს იყო, "ფიორენტინას" კრიზისი დაეწყო და ეს უკუსვლა გრძელდება. ფლორენციელთა ბანაკში “იუვენტუსთან”, ფაქტობრივად, უბრძოლველად წაგება მძიმედ მიიღეს, ცდილობენ გაერკვნენ ვითარებაში და იმ მიზეზებში, რამაც გუნდის ასეთი ჩავარდნა განაპირობა. კლუბის პრეზიდენტი ანდრეა დელა ვალე აქამდე დუმილს ამჯობინებდა, 13 თებერვალს კი მისი კომენტარი იტალიური პრესის ფურცლებზე გამოქვეყნდა - მოვუსმინოთ პრეზიდენტს:

"იუვენტუსთან" საშინლად ვითამაშეთ' ა დამსახურებული მარცხი ვიწვნიეთ. სეზონის წინ გუნდისთვის სამეულში მოხვედრა არ დაგვისახავს მიზნად, მაგრამ ისე კარგად დავიწყეთ, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურსაც დავუმიზნეთ. რაც მთავარია, ჩვენ დავინახეთ, რომ ამ ფორმაციის “ვიოლას” უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლია. კარგად ვიცნობ თითოეულ მოთამაშეს და მათ პროფესიონალიზმში დარწმუნებული ვარ - უბრალოდ, ცოტა მოვდუნდით, სადღაც კონცენტრაცია დავკარგეთ და შედეგად, ჩავარდნა დაგვეწყო. დროა, გონს მოვეგოთ და ქულების დაგროვება დავიწყოთ. ვინჩენცო მონტელას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ და ვიცი, რომ გამოსავალს მალე იპოვის”.

დელა ვალემ 23 წლის სტევან იოვეტიჩის შესაძლო ტრანსფერის შესახებაც გააკეთა კომენტარი: "სტევანის ტრანსფერზე რამდენიმე წინადადება ამ ზამთარსაც მივიღეთ, მაგრამ მისი გასხვისება აზრადაც არ მოგვსვლია. თავად ფეხბურთელმაც იუარა სხვაგან გადაბარგება, რაც იმას ნიშნავს, რომ არანაირი ტრანსფერი არ შედგება. იოვეტიჩი "ფიორენტინას" ფეხბურთელია და კიდევ დიდხანს ითამაშებს იისფერი მაისურით. ჩემი მიზანი გუნდის გაძლიერებაა და არა წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვინჩენცო მონტელა: "ფიორენტინას" მესამე სკუდეტო უნდა მოვაგებინო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული