"იუვენტუსს" "ბარსელონას" ფორვარდი ალექსის სანჩესი სურს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსს" ფერნანდო ლორენტეს გადაბირების შემდეგ, კიდევ ერთი მაღალი ფორვარდის შეძენა სურს.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბებერმა ქალბატონმა" თვალი "ბარსელონას" ჩილელ შემტევ ალექსის სანჩესს დაადგა. 24 წლის სანჩესი მაინცდამაინც ვერ მოერგო კატალონიურ გუნდს, ის გაცილებით გამოირჩეოდა "უდინეზეში" თამაშისას.

იტალიური პრესის თქმით, ანტონიო კონტეს მიაჩნია, რომ სანჩესი ლორენტესთან შესანიშნავ დუეტს შექმნის.

"იუვენტუსს" ფეხბურთელის იჯარით აყვანა სურს შემდგომი გამოსყიდვის უფლებით, ან მასში 25-30 მილიონ ევროს გადაიხდის. აღსანიშნავია, რომ ტურინელებს სანჩესის იჯარით აყვანა დეკემბერშიც სურდათ, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა

ასევე იხილეთ:
"იუვენტუსი" ალექსის სანჩესის იჯარით აყვანაზე ფიქრობს



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული