სერია A. XXV ტურის წინ: დიდი მატჩების დიდი ინტრიგა

AutoSharing Option
ამ უქმეებზე, სერია A-ში ორი ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართება და ტურის წინასიტყვაობაშიც სწორედ ამ მატჩებზე ვისაუბრებთ...

რომში, "სტადიო ოლიმპიკოზე" "რომა" "იუვენტუსს" უმასპინძლებს, "ფიორენტინა" კი "სტადიო არტემიო ფრანკიზე" "ინტერს" დაუხვდება. ამ შეხვედრებს, სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში ბევრი რამის შეცვლა შეუძლია.

როცა ლიდერი ფავორიტი არაა
მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთის პირისპირ სატურნირო ცხრილში პირველ და მეცხრე ადგილზე მყოფი გუნდები წარდგებიან, "იუვენტუსის" უდავო ფავორიტად დასახელება მაინც არ იქნება სწორი.

რაც უნდა კრიზისში იყოს "რომა", ასეთი მატჩების მაღალ დონეზე ჩატარება სჩვევია და მით უმეტეს, საკუთარ
მოედანზე. თანაც, დედაქალაქელებს სწამთ, რომ კრიზისის დაძლევისთვის ლიდერის დამარცხება საუკეთესო საშუალებაა - ეს "ჯალორისის" დროებითმა მწვრთნელმა, აურელიო ანდრეაცოლიმ განაცხადა:

"ტურინული გრანდი უნდა დავამარცხოთ და აღმავლობის გზას დავადგეთ. ჯერ კიდევ გვაქვს სეზონის გადარჩენის შანსი, რისთვისაც ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. "იუვენტუსი" ლიდერია, ყველა რგოლში თანაბრად კარგად დაკომპლექტებული, მაგრამ ამ გუნდის დამარცხების რესურსი ნამდვილად შეგვწევს. ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ, შევუტიოთ და ყველაფერი კარგად იქნება".

"გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, ანდრეაცოლი პაბლო ოსვალდოს თადარიგში დატოვებს, შეტევის წინა ხაზზე კი ერიკ ლამელას და ფრანჩესკო ტოტის გაამწესებს. ფორვარდთა უკან სავარაუდოდ მირალემ პიანიჩი გაირჯება, რაც იმას ნიშნავს, რომ მწვრთნელი 4-3-3 ტაქტიკაზე უარს ამბობს და 4-3-1-2-ს ირჩევს. ვნახოთ, რამდენად გაამართლებს ანდრეაცოლის ნოვაცია.

ჩემპიონთა ლიგაზე, "სელტიკთან" მატჩისთვის ანტონიო კონტეს მარცხენა ფრთაზე შეექმნა პრობლემები, რადგან პაოლო დე ჩელიე ტრავმირებული იყო, კვადვო ასამოა კი აფრიკიდან ახალი დაბრუნებული და შესაბამისად, გადაღლილი. შედეგად, ფრთა ფედერიკო პელუზომ ჩაიბარა და მისთვის უჩვეულო პოზიციაზე გაისარჯა.

ამჯერად, კონტე უკეთეს ვითარებაშია, რადგან ასამოა გადმოეწყო ევროპულ რელსებზე და თამაშისთვისაც მზადაა. განელი ჩვეულ პოზიციას დაიჭერს და შუა ხაზში შტეფან ლიხტშტაინერთან, პოლ პოგბასთან, ანდრეა პირლოსთან და არტურო ვიდალთან ერთად გაირჯება. კლაუდიო მარკიზიო დისკვალიფიცირებულია და ამ პრინციპულ პაექრობას გამოტოვებს. შეტევის წინა ხაზზე, სავარაუდოდ ისევ მირკო ვუჩინიჩს და ალესანდრო მატრის ვიხილავთ, ნიკოლას ანელკა, ფაბიო კვალიარელა და სებასტიან ჯოვინკო კი თადარიგში დარჩებიან.

ანტონიო კონტეს თქმით, რომში გამარჯვება სკუდეტოსკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება და საამისოდ ყველაფერს გააკეთებენ. "ჯალოროსისთან" გასვლაზე ქულის მოპოვება ყოველთვის საპატიოა, მაგრამ როდესაც კუდზე უშუალო კონკურენტი გაზის, მაშინ მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძვი", - ესეც "ვეკია სენიორას" მწვრთნელის" სიტყვებია. მოკლედ, "სტადიო ოლიმპიკოზე" ორივე გუნდი შეუტევს და ჩვენც, მეტი რა გვინდა...

სავარაუდო შემადგენლობები
რომა (4-3-1-2): სტეკელენბურგი - ტოროსიდისი, მარკინიოსი, ბურდისო, ბალცარეტი - ბრედლი, დე როსი, მარკინიო - პიანიჩი - ლამელა, ტოტი.
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარცალი, ბონუჩი, კასერესი - ლიხტშტაინერი, ვიდალი, პირლო, პოგბა, ასამოა - ვუჩინიჩი, მატრი.

მონტელა: კოზირები ჩვენც გვაქვს
მართალია, "ფიორენტინა" უფრო მაღლაა, ვიდრე "რომა", მაგრამ ფლორენციელთა ამოცანაც დაახლოებით იგივეა, რაც "ჯალოროსის"... ძლიერი მეტოქის დამარცხება და კრიზისის დაძლევა. კიდევ ერთი მარცხი "ვიოლას" ჩემპიონთა ლიგის ზონას უიმედოდ დააშორებს და ვინჩენცო მონტელას ეს ყველაზე კარგად ესმის:

"დროა ნავსი გავტეხოთ, მოვიგოთ და სამი ქულა ჩავიწეროთ აქტივში. მეტოქემ შუა კვირაში ევროპის ლიგაზე ითამაშა, რაც გარკვეულ უპირატესობას გვაძლევს. "ინტერს" ბევრი ახალი ფეხბურთელი ჰყავს, განსაკუთრებით შუა ხაზში და ვფიქრობ, ამ რგოლში ჩვენ უფრო გამოცდილები და შეთამაშებულები ვართ. მოკლედ, გვაქვს ჩვენი კოზირები, რომელთა გამოყენებასაც შევეცდებით".

მონტელა მართალს ამბობს - ანდრეა სტრამაჩონიმ ნახევარდაცვა გვარიანად გადაახალისა და თანაც, ახალწვეულებს ძირითად შემადგენლობაში ათამაშებს. მაგალითად, კუზმანოვიჩი და კოვაჩიჩი "ვიოლასთანაც’ ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებიან.

ახალწვეულებს ესტებან კამბიასო ამოუდგება გვერდში, ცოტა წინ ფრედი გუარინი გაირჯება, კიდევ უფრო წინ კი ანტონიო კასანოს და როდრიგო პალასიოს ტანდემი. დიეგო მილიტო მძიმედ დაშავდა და მისთვის სეზონი დასრულებულია. "ფიორენტინა" სტევან იოვეტიჩი-ლუკა ტონის ტანდემით შეუტევს, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება.

სავარაუდო შემადგენლობები
ფიორენტინა (3-5-2): ვივიანო - ტომოვიჩი, გონსალო, სავიჩი - კუადრადო, აკვილანი, პისარო, ბორხა ვალერო, პასკუალი - იოვეტიჩი, ტონი.
ინტერი (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი - ძანეტი, რანოკია, ჟუან ჟესუსი, ნაგატომო - კამბიასო, კუზმანოვიჩი, კოვაჩიჩი - გუარინი - კასანო, პალასიო.

იტალია. სერია A. XXV ტური
15 თებერვალი
მილანი-პარმა 2:1
გოლები: 1:0 პალეტა (39 ს.კ.), 2:0 ბალოტელი (78), 2:1 სანსონე (92)
მილანი (4-3-3): აბიატი - დე შილიო, საპატა, იეპესი, კონსტანტი - მონტოლივო, ნოჩერინო, მუნტარი - ნიანგი (87. ბ. ტრაორე), ბოატენგი (65. ბოიანი), ბალოტელი.
პარმა (4-3-3): პავარინი - როზი, კოდა (66. ბენალუანი), პალეტა, მესბა - მარკიონი, ხ. ვალდესი, პაროლო (56. ნინისი) - ბიაბიანი, სანსონე, ამაური (72. ბელფოდილი).
გაფრთხილება: საპატა - მარკიონი.
კუთხური: 3-7; ჯარიმა: 18-18; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 13-11 (6-2); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 54 000

VideoSportall.Ge
მილანი - პარმა 2:1


16 თებერვალი
კიევო-პალერმო 21.00
დისკვალიფიკაცია: ლ. რიგონი (კიევო).
ტრავმა: სარდო, დაინელი, სტოიანი - ერნანდესი, მანტოვანი, დოსენა.
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +5=6-5, (19-23)

რომა-იუვენტუსი 23.45
დისკვალიფიკაცია: გუბერტი - მარკიზიო, პელუზო.
ტრავმა: კასტანი, დოდო, დესტრო - დე ჩელიე, კიელინი, პეპე, ბენდტნერი.
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 41 თამაში: +9=14-18, (45-65)

17 თებერვალი
კატანია-ბოლონია 18.00
ტრავმა: შაკა, ისკო, კაპუანო - ნატალი, ტაიდერი.
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +1=3-7, (7-18)

ჯენოა-უდინეზე 18.00
დისკვალიფიკაცია: დანილო (უდინეზე).
ტრავმა: იანკოვიჩი, ფლორო ფლორესი, კასანი, გრანკვისტი - ბრკიჩი, პინცი.
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +8=2-3, (28-17)

ნაპოლი-სამპდორია 18.00
დისკვალიფიკაცია: კოლომბო (ნაპოლი).
ტრავმა: ბერამი - პალომბო.
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +12=6-7, (33-27)

პესკარა-კალიარი 18.00
დისკვალიფიკაცია: დესენა, კონტი, ასტორი (კალიარი).
ტრავმა: ტონი, კაპუანო, მოდესტო, სფორცინი (პესკარა).
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +1=1-6, (5-14)

ტორინო-ატალანტა 18.00
დისკვალიფიკაცია: დამბროზიო - ბონავენტურა, ბიონდინი.
ტრავმა: დიოპი - კაპელი, ჩიგარინი, ტროიზი, ლუკინი, ფერი, მარილუნგო.
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +6=7-10, (30-32)

ფიორენტინა-ინტერი 23.45
ტრავმა: კამპორეზე, მატი, ფერნანდესი, როსი, აგაცი - კასტელაცი, სამუელი, მუდინგაი, ობი, მილიტო.
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 35 თამაში: +6=9-20, (37-56)

18 თებერვალი
სიენა-ლაციო 23.45
დისკვალიფიკაცია: პაჩი, ვიტიელო, ტერცი - ლედესმა.
ტრავმა: პოცი, ანჯელო - კლოზე, ბროკი.
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 თამაში: +6=6-7, (27-26)

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge
შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.

ბომბარდირები: 18 - კავანი (ნაპოლი); 15 - ელ შაარავი (მილანი); 14 - დი ნატალე (უდინეზე); 11 - ოსვალდო (რომა), ლამელა (რომა); 10 - კლოზე (ლაციო), პაცინი (მილანი), ჯილარდინო (ბოლონია); 9 - ჰამშიკი (ნაპოლი), იოვეტიჩი (ფიორენტინა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"იუვენტუსს" "ბარსელონას" ფორვარდი ალექსის სანჩესი სურს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული