"ფიორენტინასთან" მატჩამდე უკვე ვთქვი, რომ რთულია შვიდ დღეში სამი შეხვედრის ჩატარება.
ჩემპიონთა ლიგის შემდეგ უნდა გვეთამაშა. შესაძლოა ერთი დღის დასვენებას ყველაფერი შეეცვალა. ეს ერთადერთი მიზეზია, რითაც შეიძლება თავი ვიმართლოთ.
სხვადანრჩენში კი, არ ვთამაშობდით ისე, როგორც გუნდი და თუ ასე ვთამაშობთ, ჩვენი დამარცხება ნებისმიერს შეუძლია.
ვულოცავ "რომას" გამარჯვებას. ახლა მათ ახალი უნდი ჰყავთ, მაგრამ ჩვენ არ გვქონდა ბევრი დრო, რომ ამ მატჩისთვის მოვმზადებულიყავით. უფრო მეტი დრო, რომ
იმედია, მომავალში, ვინც სერია A-ს კალენდარს ადგენს, უფრო მეტი პატივისცემა ექნება იმ კლუბისადმი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე იტალიას წარმოადგენს.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ არ ვთამაშობდით, როგორც გუნდი. ყველა ფეხბურთელი ცალკე მოქმედებდა, რაც ძალიან სამწუხაროა.
"სელტიკთან" შეხვედრაში ორი ნაბიჯი წინ გადავდგით, მაგრამ ახლა უკან დაბვრუნდით. იმედი მაქვს, მომავალში გამოცდილებას დავაგროვებთ, რომელიც ახლა გვაკლია", - თვა კონტემ.
Video
რომა - იუვენტუსი 1:0
რომა - იუვენტუსი 1:0
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
ასევე იხილეთ:
ფრანჩესკო ტოტი: "იუვენტუსთან" ხასიათი გამოვავლინეთ და გავიმარჯვეთ [VIDEO]