მოკლედ, ტური მილანური მატჩით გაიხსნა, "სან სიროზე" შავ-წითლებმა "პარმას" უმასპინძლეს და თავდაპირველად სწორედ ამ მატჩზე ვთქვათ...
დაბადების დღეც ასეთი უნდა...
სტეფან ელ შაარავის არყოფნაში მასიმილიანო ალეგრის ორი არჩევანი ჰქონდა: "პატარა ფარაონის" ადგილზე ან ბოიან კრკიჩი უნდა გაემწესებინა, ან კევინ პრინს ბოატენგი...
არჩევანი განელზე შეჩერდა, თუმცა ანტრაქტის შემდეგ თამაშში ესპანელიც ჩაერთო. ცენტრფორვარდად მარიო ბალოტელი ირჯებოდა, კიდევ ერთი გარემარბი კი მბიაე ნიანგი გახლდათ.
მოკლედ, ალეგრიმ ტრადიციული 4-3-3
მატჩი ორმხრივ იერიშებში წარიმართა და განსაკუთრებით პირველ ტაიმში სტუმრებმა არაფერი დაუთმეს მეტოქეს. მეტიც, დროის დიდი ნაწილი ემილიელებმა შეტევაში გალიეს და ტაიმის მიწურულს მათ კარში გატანილი გოლიც სრულიად ამოვარდნილი გახლდათ თამაშის სცენარიდან. იუბილარმა გაბრიელ პალეტამ დაბადების დღე საშინლად აღნიშნა, ჩაჭრა რა საკუთარ კარში ბურთი და "მილანი" წინ გაიყვანა.
მეორე ნახევარში მასპინძლებმა მოუმატეს და რამდენჯერმე მწვავედაც შეუტიეს, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ - განსაკუთრებით ეს ნიანგზე ითქმის, რომელმაც ბევრი არაზუსტი გადაცემა გააკეთა, ვერც დარტყმებისას ივარგა და ნათლად გამოჩნდა, რომ ჯერ დაღვინება სჭირდება.
78-ე წუთზე ისევ მარიო ბალოტელიმ გაიბრწყინა და ულამაზესი საჯარიმო დარტყმით მატჩის ბედი გადაწყვიტა, 2:0.
Video
მილანი - პარმა 2:1
მილანი - პარმა 2:1
თამაშის მიწურულს გრანდთა რისხვად შერაცხულმა ნიკოლა სანსონემ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ ეს იყო და ეს - "როსონერიმ" უმნიშვნელოვანესი ქულები ჩაიწერა აქტივში.
იუვე რომში დაეცა
ტურის წინასიტყვაობაში აღვნიშნეთ, რომ მიუხედავად სატურნირო ცხრილში დიდი დაშორებისა და ქულათა შორის კოლოსალური განსხვავებისა, "იუვენტუსის" "რომასთან" ფავორიტად შერაცხვა არ იქნებოდა მართალი.
ასეც აღმოჩნდა. დედაქალაქელებმა მაღალ დონეზე ჩაატარეს ლიდერთან პაექრობა და გაიმარჯვეს კიდეც.
განსაკუთრებით კარგად რომაელები მეორე ნახევარში გაისარჯნენ, როდესაც მკვეთრად მოუმატეს, მომენტებს უხშირეს და გამარჯვების გოლიც გაიტანეს.
ერთადერთი გოლი ფრანჩესკო ტოტის ანგარიშზეა, რომელმაც შორი მანძილიდან უძლიერესად დაარტყა და შესანიშნავად მოასპარეზე ჯანლუიჯი ბუფონს შანსი არ დაუტოვა.
Video
რომა - იუვენტუსი 1:0
რომა - იუვენტუსი 1:0
ტოტი მართლაც შეუდარებელი იყო და პარტნიორებმაც კარგად აუბეს მხარი - ერიკ ლამელას წუნი, ფაქტობრივად, არ ჰქონია და მისთვის ბურთის წართმევა ტურინელებს ძალიან უჭირდათ...
პაბლო ოსვალდოც ნაყოფიერი იყო, გოლზე არ დაიგეშა, პასები არიგა და არაერთხელ გაამწვავა ვითარება მეტოქის კართან. მოკლედ, "რომამ" მთლიანობაში კარგად ითამაშა და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა.
ტურინელებს თითქმის არაფერი გამოუვიდათ და "რომას" კართანაც სულ რამდენჯერმე გამწვავდა ვითარება. ერთი სიტყვით, ეს არ იყო "იუვენტუსის" დღე.
აურელიო ანდრეაცოლი (რომა): "გულშემატკივართა მხარდაჭერამ ენერგია შეგვმატა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ. "იუვენტუსს" არც ერთ კომპონენტში არ ჩამოვუვარდებოდით და ამან ყველაზე მეტად გამახარა. ჩვენი გუნდი ვითარდება და ეს პროგრესი გაგრძელდება. მართალია, ლიდერებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს.
იყო თუ არა ეს საუკეთესო საღამო ჩემს ცხოვრებაში? - არა, ასე ვერ ვიტყოდი. უამრავი რამ გადამხდენია თავს თუნდაც "რომასთან" ერთად და სხვა დროსაც ისევე განვიცდიდი აღმასვლასა თუ კრიზისს, როგორც მთავარი მწვრთნელის რანგში. ამასთან, მყავს ოჯახი, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას. აქვე, მინდა "იუვენტუსი" შევაქო, რომლის სტილიც ჩემში აღფრთოვანებას იწვევს".
ანტონიო კონტე (იუვენტუსი): "შვიდ დღეში სამი მატჩის ჩატარება ძალიან რთულია და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. ერთი დღით მეტი რომ გვქონოდა დასვენებისთვის, შეიძლება სულ სხვანაირად გვეთამაშა. კარგი იქნება, თუ კალენდრის შედგენისას ასეთ ნიუანსებს უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობენ და შესაბამისად, მეტი პატივისცემით მოეკიდებიან იმ გუნდებს, რომლებიც საერთაშორისო სარბიელზე იტალიას წარმოადგენენ.
არ გეგონოთ, თავს ვიმართლებდე, ჩვენი თამაში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა და ეს სხვებზე უკეთ მე ვიცი. დღეს გუნდი არ ვიყავით, თითოეული ფეხბურთელი ინდივიდუალურად ცდილობდა ფონს გასვლას. ასე კი ნებისმიერი მეტოქე დაგვამარცხებს.
სწრაფად უნდა დავივიწყოთ რომაული მატჩი და მომდევნო შეხვედრაზე გადავერთოთ".
ნაპოლიმ ვერ ისარგებლა...
ლიდერის წაფორხილებით ვერ ისარგებლა "ნაპოლიმ" და საკუთარ კედლებში "სამპდორიას" ქულები გაუყო. არადა, გამარჯვების შემთხვევაში ნეაპოლელები "იუვესთან" მთელი სამი ქულით შეამცირებდნენ სხვაობას და კუდზეც დააჯდებოდნენ.
მართალია, ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ვალტერ მაცარის შეგირდები ფლობდნენ, მაგრამ ვერც იმას დავიჩემებთ, რომ ფავორიტად შერაცხულმა მასპინძლებმა დაჩაგრეს სტუმრები.
ფრე სადღაც ლოგიკური შედეგიც იყო, რადგან სამხრეთელებს შეტევაში ჩვეული სიმწვავე აკლდათ.
მაცარიმ როტაციას მიმართა, რაც ალბათ ფეხბურთელთა გადაღლილობით გახლდათ განპირობებული. გორან პანდევის ნაცვლად, ძირითად შემადგენლობაში ლორენცო ინსინიე დააყენა, კამილო ცუნიგას კი პაბლო არმერო ამჯობინა - ვერც ამან გამოიღო შედეგი და ევროპის ლიგაზე შერცხვენილმა ნეაპოლელებმა სერია A-შიც დაკარგეს ქულები.
იტალია. სერია A. XXV ტური
მილანი-პარმა 2:1
გოლები: 1:0 პალეტა (39-საკ. კარში), 2:0 ბალოტელი (78), 2:1 სანსონე (90).
კიევო-პალერმო 1:1
გოლები: 0:1 ფორმიკა (5), 1:1 თერეუ (56-პენ.).
კიევო (4-4-2): პუჯონი - დაინელი, აჩერბი, ანდრეოლი, ფრეი - იოკიჩი, გუანა, კოფიე, ჰეტემაი (46. პელისიერი) - თერეუ (76. სპიროპულოსი), პალოსკი (66. ლუსიანო).
პალერმო (4-4-2): სორენტინო - მორგანელა (8. ნელსონი), მუნიოსი, გარსია, არონიკა - ბარეტო, კურტიჩი, ფაბრინი, რიოსი - ფორმიკა (58. ფონ ბერგენი), ბოზელი (79. მიკოლი).
გაფრთხილება: ანდრეოლი, ჰეტემაი - გარსია.
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 14-19; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 6-4(1-1); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 10 000
რომა-იუვენტუსი 1:0
გოლი: 1:0 ტოტი (58).
რომა (3-4-2-1): სტეკელენბურგი - პირისი, ბურდისო, მარკინიოსი - ტოროსიდისი, პიანიჩი (67. ბრედლი), დე როსი, მარკინიო (83. ბალცარეტი) - ლამელა, ტოტი (88. ფლორენცი) - ოსვალდო.
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარცალი, ბონუჩი, კასერესი - ლიხტშტაინერი, პირლო, ვიდალი (71. ანელკა), პოგბა, ასამოა (56. პადოინი) - ვუჩინიჩი (56. ჯოვინკო), მატრი.
გაფრთხილება: დე როსი, ტოტი - ლიხტშტაინერი, პირლო, მატრი.
კუთხური: 4-7; ჯარიმა: 19-11; თამაშგარე: 4-7; კარში დარტყმა: 11-5(5-3); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 60 000
კატანია-ბოლონია 1:0
გოლი: 1:0 ალმირონი (42).
კატანია (4-3-3): ანდუხარი - ბელუში, ალვარესი, სპოლი, მარკეზე - ისკო, ლოდი, ალმირონი (58. ბიაჯანტი) - კასტრო (84. ლეგროტალიე), გომესი (90. რიკიუტი), ბერგესიო.
ბოლონია (3-4-2-1): კურჩი - კერუბინი (70. მოსკარდელი), სორენსენი, ანტონსონი - მოტა (78. გარიჩი), პერესი, კრხინი, მორლეო - დიამანტი, კონე (46. გაბიადინი) - ჯილარდინო.
გაფრთხილება: პერესი, მორლეო (ბოლონია).
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 14-21; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 11-9(7-3); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 15 000
ჯენოა-უდინეზე 1:0
გოლი: 1:0 კუჩკა (33).
ჯენოა (3-5-1-1): ფრეი - ბოვო, მანფრედინი, პორტანოვა - როსი (84. ფერონეტი), კუჩკა, ვარგასი (59. მორეტი), ტოზცერი, ანტონელი - ბერტოლაჩი (75. მ. რიგონი) - ბორიელო.
უდინეზე (3-5-1-1): პადელი - ბენეტია, ანჯელა, დომიცი - ბასტა, პერეირა, ალანი, ლაძარი (10. ბადუ), პასკუალე (79. მერკელი) - მაიკოსუელი (52. მურიელი) - დი ნატალე.
გაფრთხილება: ბოვო, ტოზცერი - ბენეტია, ანჯელა.
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 10-14; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 9-12(3-4); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 22 000
ნაპოლი-სამპდორია 0:0
ნაპოლი (3-4-1-2): დე სანკტისი - კამპანიარო, კანავარო, ბრიტოსი (60. პანდევი) - მესტო, ინლერი (77. ჯემაილი), ბერამი, არმერო (60. ცუნიგა) - ჰამშიკი - ინსინიე, კავანი.
სამპდორია (3-5-2): რომერო - როსინი, გასტალდელო, კოსტა - დე სილვესტრი (90. მუსტაფი), კრსტიჩიჩი, ობიანგი, პოლი, ესტიგარიბია - სანსონე (66. ედერი), იკარდი (81. მაქსი ლოპესი).
გაფრთხილება: კამპანიარო, ინლერი - გასტალდელო.
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 13-16; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 13-9(6-5); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 45 000
პესკარა-კალიარი 0:2
გოლები: 0:1 საუ (53), 0:2 საუ (61).
პესკარა (4-3-3): პერინი - ძანონი (64. კაპრარი), ბოკეტი, არსე, ძაური - რიცო, დაგოსტინო (49. ბარნასონი), ბლაზი (76. ვუკუსიჩი) - ვეისი, სელიკი, კარალიო.
კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პიზანო, როსეტინი, არიაუდო, აველარი - ეკდალი (88. პერიკო), კაზარინი, ნაინგოლანი - კოსუ (72. კაბრერა) - იბარბო, საუ (82. ნენე).
გაფრთხილება: ძანონი, ძაური, ბლაზი, რიცო - ეკდალი, კაბრერა.
გაძევება: ვეისი (90. პესკარა).
კუთხური: 0-3; ჯარიმა: 25-24; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 6-11(2-8); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 15 000
ტორინო-ატალანტა 2:1
გოლები: 1:0 ჩერჩი (42), 1:1 დენისი (75-პენ.), 2:1 ბირსა (87).
ტორინო (4-4-2): ჟილე - დარმიანი, გლიკი, ოგბონა, მაზიელო - ვივესი, გაცი, სტევანოვიჩი (60. ბირსა), ჩერჩი - ბარეტო (82. ჯონატასი), ბიანკი (82. მეჯორინი).
ატალანტა (4-3-2-1): კონსილი - ბელინი (67. სკალონი), სტენდარდო, კანინი, დელ გროსო - კაცოლა, რადოვანოვიჩი (46. ლივაია), კარმონა - მორალესი (81. ჯორჯი), ბრიენცა - დენისი.
გაფრთხილება: ჟილე - დელ გროსო, კაცოლა, კარმონა.
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 17-12; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 18-2(7-1); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 16 000
ფიორენტინა-ინტერი 4:1
გოლები: 1:0 ლიაიჩი (13), 2:0 იოვეტიჩი (33), 3:0 იოვეტიჩი (55), 4:0 ლიაიჩი (65), 4:1 კასანო (87).
ფიორენტინა (3-5-2): ვივიანო - ტომოვიჩი, გონსალო, სავიჩი - კუადრადო (83. ლიამა), პისარო (69. სისოკო), აკვილანი, ბორხა ვალერო, პასკუალი - იოვეტიჩი (73. ელ ჰამდაუი), ლიაიჩი.
ინტერი (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი - ძანეტი, რანოკია, ჟუან ჟესუსი, ნაგატომო - კოვაჩიჩი (46. ალვარესი), კუზმანოვიჩი, კამბიასო - გუარინი (58. პერეირა) - კასანო, პალასიო (76. სკელოტო).
გაფრთხილება: სავიჩი, პისარო, პასკუალი - რანოკია, ჟუან ჟესუსი, გუარინი, პერეირა.
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 16-10; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 18-4(11-1); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 30 000
Video
ფიორენტინა - ინტერი 4:1
ფიორენტინა - ინტერი 4:1
18 თებერვალი
სიენა-ლაციო
სატურნირო მდგომარეობა
შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.
ბომბარდირები: 18 - კავანი (ნაპოლი); 15 - ელ შაარავი (მილანი); 14 - დი ნატალე (უდინეზე); 11 - ოსვალდო (რომა), ლამელა (რომა), იოვეტიჩი (ფიორენტინა); 10 - კლოზე (ლაციო), პაცინი (მილანი), ჯილარდინო (ბოლონია), საუ (კალიარი); 9 - ჰამშიკი (ნაპოლი), ტოტი (რომა), მილიტო (ინტერი), დენისი (ატალანტა).
მომდევნო ტური
23 თებერვალი
პალერმო-ჯენოა
24 თებერვალი
სამპდორია-კიევო, პარმა-კატანია, ბოლონია-ფიორენტინა, ატალანტა-რომა, იუვენტუსი-სიენა, კალიარი-ტორინო, ინტერი-მილანი
25 თებერვალი
უდინეზე-ნაპოლი, ლაციო-პესკარა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ანტონიო კონტე: არ ვთამაშობდით, როგორც გუნდი
ფრანჩესკო ტოტი: "იუვენტუსთან" ხასიათი გამოვავლინეთ და გავიმარჯვეთ [VIDEO]