მძარცველებმა მას "როლექსის" ფირმის ძვირად ღირებული საათი მოხსნეს.
ჰამშიკმა თქვა, რომ ის მაშინ დააყაჩაღეს, როცა აეროპორტში მიდიოდა. 25 წლის ფეხბურთელის მანქანის შუშები ორმა უცნობმა ჩაამსხვრია და საათი წაართვა.
ფეხბურთელი უვნებელი გადარჩა, მძარცველები კი მიიმალნენ.
"ძალიან შეწუხებული ვარ იმით, რაც თამაშის შემდეგ მოხდა. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ რაც იტალიაში ვთამაშობ, უკვე მესამედ დამაყაჩაღეს. ნეაპოლში ცხოვრება ძალიან მიყვარს, მაგრამ კრიმინალის მაღალი საფრთხე ხანდახან მაშინებს ხოლმე - ეს
ჰამშიკი პირველი ნაპოლელი არ არის, რომელიც კრიმინალთა მსხვერპლი გახდა. ბოლო წლებში იგივე ბედი ეწიათ ედინსონ კავანის, ვალონ ბერამის და ესეკილ ლავეცის.
ასევე იხილეთ:
მარეკ ჰამშიკი - სლოვაკი ნეაპოლელი