"გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტი მიხაილოვიჩს შეეხმიანა და საინტერესო თემებზე ჩამოუგდო სიტყვა...
ფიორენტინა
ვინჩენცო მონტელა შესანიშნავად მუშაობს, რაც ძალიან მახარებს, რადგან "ფიორენტინას" ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. ფლორენცია საოცარი ქალაქია, რომლის მაცხოვრებლებიც იმსახურებენ მაღალი მიზნებისთვის მებრძოლ გუნდს. მე რა დამაკლდა წარმატების მისაღწევად? - ამაზე ბევრი ვიფიქრე და გარკვეულ აზრამდე მივედი. მონტელამ კლუბის მესვეურთა დახმარებით სწორი სატრანსფერო
სტევან იოვეტიჩი
ვფიქრობ, რომ სტევან იოვეტიჩი "ფიორენტინაში" ვეღარ ვითარდება და დიდი ალბათობით, ზაფხულში დატოვებს კიდეც გუნდს. ეს შესაძლოა "ფიორენტინასთვისაც" უკეთესი იყოს, რადგან კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ იოვეტიჩმა მოუკლო. მართალია, "ინტერთან" საოცარი შეხვედრა ჰქონდა, მაგრამ ძველებურად სტაბილური ვეღარ არის. სტევანის სანაცვლოდ აღებული თანხა ფლორენციელებმა ისევ ტრანსფერებში უნდა დახარჯონ და გუნდი კიდევ უფრო გააძლიერონ, იოვეტიჩი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი თავდამსხმელია და ვფიქრობ, რომ შესაძლებლობები ბოლომდე ჯერ არ უჩვენებია.
ადემ ლიაიჩი
ადემ ლიაიჩი ეროვნული ნაკრებიდან მოვკვეთე და მხოლოდ მაშინ დავაბრუნებ, თუ უაზრო ახირებაზე უარს იტყვის. სერბეთის ეროვნული ჰიმნის შესრულებაზე მან პრინციპული უარი განაცხადა, რასაც ვერაფრით ვაპატიებ. უბრალოდ რომ არ ემღერა, ამას არც მივაქცევდი ყურადღებას, მაგრამ პრინციპული უარი ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია.
ადემი კოსოვოსთან ახლოს, ალბანურ გარემოცვაში, ბოსნიელთა ოჯახში დაიბადა და სხვადასხვა საკითხებზე თავისი მოსაზრებები აქვს, თუმცა ეს ჩემი პრობლემა არაა - თუ მას სერბეთის ჰიმნი თავისად არ მიაჩნია, არც ნაკრებში ითამაშებს. იმედია, აზრს შეიცვლის და ეს გაუგებრობაც მოგვარდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სერია A-ში კონტრაქტებს ითხოვენ და გაურბიან