მასიმო მორატი: კასანოსნაირი არტისტებისთვის ეს ნორმალურია

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ანდრეა სტრამაჩონისთან ჩხუბის გამო თავი დამნაშავედ სცნო. ამის შესახებ ჟურნალისტებს "ინტერის" სპორტულმა დირექტორმა პიერო აუსილიომ უთხრა.

ფეხბურთელსა და მწვრთნელს კონფლიქტი 1 მარტს, საღამოს ვარჯიშის შემდეგ მოუვიდათ. ამის გამო კასანოს დიდი ჯარიმა დაეკისრება, თუმცა "ინტერის" დუბლშემადგენლობაში გადაყვანით არ დასჯილა და "ტოტენჰემთან" ევროპალიგის მატჩისთვის ემზადება.

"ანტონიო აღიარებს, რომ შეცდომა დაუშვა. ეს ინდიდენტი დახურულია და წარსულში დარჩა", - თქვა აუსილიომ.

ამ შემთხვევაზე აზრი "ინტერის" მფლობელმა და პრეზიდენტმა მასიმო მორატიმაც გამოთქვა, რომელმაც კონტე მაინცდამაინც არ გააკრიტიკა.

"იმ მომენტში ვარჯიშზე არ ვყოფილვარ და ამიტომ ზუსტად გამიჭირდება თქმა, რა მოხდა.

მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ისეთი არტისტისთვის, როგორიც კასანოა, მსგავსი მომენტები დამახასიათებელია და ეს ნორმალურია.

როგორ დაისჯება ის? ჯარიმის ოდენობას კლუბის მენეჯმენტი გაარკვევს",
- თქვა მორატიმ.

ასევე იხილეთ:

ანტონიო კასანო ანდრეა სტრამოჩონისთან კონფლიქტის გამო დაჯარიმდება
ანტონიო კასანომ და ანდრეა სტრამაჩონიმ ვარჯიშზე იჩხუბეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული