ფეხბურთელსა და მწვრთნელს კონფლიქტი 1 მარტს, საღამოს ვარჯიშის შემდეგ მოუვიდათ. ამის გამო კასანოს დიდი ჯარიმა დაეკისრება, თუმცა "ინტერის" დუბლშემადგენლობაში გადაყვანით არ დასჯილა და "ტოტენჰემთან" ევროპალიგის მატჩისთვის ემზადება.
"ანტონიო აღიარებს, რომ შეცდომა დაუშვა. ეს ინდიდენტი დახურულია და წარსულში დარჩა", - თქვა აუსილიომ.
ამ შემთხვევაზე აზრი "ინტერის" მფლობელმა და პრეზიდენტმა მასიმო მორატიმაც გამოთქვა, რომელმაც კონტე მაინცდამაინც არ გააკრიტიკა.
მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ისეთი არტისტისთვის, როგორიც კასანოა, მსგავსი მომენტები დამახასიათებელია და ეს ნორმალურია.
როგორ დაისჯება ის? ჯარიმის ოდენობას კლუბის მენეჯმენტი გაარკვევს", - თქვა მორატიმ.
ასევე იხილეთ:
ანტონიო კასანო ანდრეა სტრამოჩონისთან კონფლიქტის გამო დაჯარიმდება
ანტონიო კასანომ და ანდრეა სტრამაჩონიმ ვარჯიშზე იჩხუბეს