"რომას" ახალი სტადიონი შესაძლოა ფრანჩესკო ტოტის სახელობის იყოს

AutoSharing Option
"რომას" ხელმძღვანელობა კლუბის ახალი სტადიონისთვის სახელის შერჩევის საკითხში საბოლოოდ ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა.

იტალიურ პრესაში გავრცელებული ცნობით, ახალი არენა შესაძლოა რომაული კლუბის ცოცხალი ლეგენდის, გუნდის ამჟამინდელი კაპიტნის, ფრანჩესკო ტოტის სახელობისაც იყოს და მას "ტოტი არენა" დაარქვან.

ეს ინფორმაცია კლუბს ოფიციალურად ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

"რომას" 55-ათასიანი არენის გახსნა 2016 წელს იგეგმება. თავის საშინაო შეხვედრებს გუნდი ჯერჯერობით რომის ოლიმპიურ სტადიონზე მართავს. რაც შეეხება ტოტის, ის "რომას" ღირსებას 1992 წლიდან იცავს, როდესაც დაიწყო კიდეც პროფესიონალური კარიერა.

ასევე იხილეთ:
ფრანჩესკო ტოტი: კარიერას მაშინ დავასრულებ,
როცა სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გავხდები

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული