კახი კალაძის ყოფილი კლუბი 100 ათასი ევროთი დააჯარიმეს [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს კლუბი "ჯენოა" შარშანდელი ინციდენტის გამო მკაცრად დაისაჯა - იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ მას 100 ათასი ევროს გადახდა დაავალა.

კლუბი დაისაჯა იმის გამო, რომ ვერ შეძლო... საკუთარი ფეხბურთელების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

2012 წლის 12 აპრილს "ჯენოა" "სიენას" ეთამაშებოდა. საკუთარი გუნდის უგერგილო თამაშით აღშფოთებული გულშემატკივარი მოედანზე შეიჭრა და რამდენიმე ფეხბურთელს "ჯენოას" მაისურის გახდა მოსთხოვა, რადგან ფანების აზრით ისინი ამ მაისურების ტარებას არ იმსახურებდნენ. იმ დროისთვის "სიენა" 4:0-ს იგებდა.

შეგახსენებთ, რომ იმ თამაშში "ჯენოას" ღირსებას კახა კალაძეც იცავდა. ფეხბურთელები იძულებულნი გახდნენ, მაისურები მართლაც
გაეხადათ, თამაში კი ჩაიშალა.

კლუბის გარდა პერსონალურად დაჯარიმდა პრეზიდენტი ენრიკო პრეციოზი - ის 30 ათას ევროს გადაიხდის.

VideoSportall.Ge
ჯენოას გაცოფებულმა ფანებმა კახა კალაძეს მაისური გაახდევინეს



ასევე იხილეთ:
"ჯენოას" ფანებმა კლუბის პრეზიდენტის სიტყვებზე იცინეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული