პაველ ნედვედი: "იუვენტუსს" ედინსონ კავანი "დახატავდა"

AutoSharing Option
"იუვენტუსის" დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელი პაველ ნედვედი ერთ-ერთ იტალიურ საფეხბურთო თოქ-შოუს ესტუმრა და საინტერესო თემებზე ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ ტურინელებს მომდევნო სეზონიდან ფერნანდო ლორენტე შეუერთდება, მაინც არ წყდება საუბრები "იუვეში" სუპერფორვარდის გადაბირების თაობაზე... ნედვედი ამ თემასაც შეეხო:

"არაერთი მაღალი კლასის ფორვარდი გვყავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძლიერი თავდამსხმელის დამატებაზე უარს ვიტყვით. ამ თემაზე ბევრს საუბრობენ და ბოლოს ისიც შევიტყვე, თითქოს ზლატან იბრაჰიმოვიჩის დაბრუნებას ვაპირებთ - ზლატანი უდიდესი ფეხბურთელია, მას ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოსთან ერთად ვაყენებ, მაგრამ ფაქტია, რომ
მის გადმობირებას არ ვგეგმავთ. რატომ? - იმიტომ, რომ პსჟ-ი
ს მესვეურები იბრას არ შეელევიან".

ჟურნალისტის კითხვას, ვინ იქნებოდა იდეალური ფორვარდი "იუვენტუსისთვის", ნედვედმა შემდეგი უპასუხა: "ედინსონ კავანი, რომელიც გოლებს რეგულარულად იტანს და მოედანზე კოლოსალურ სამუშაოს ასრულებს. ვფიქრობ, კავანი მართლაც იდეალური ვარიანტი იქნებოდა და ამ თემაზე აუცილებლად ვიმუშავებთ. ედინსონის სატრანსფერო ფასი კოლოსალურია, მაგრამ ვნახოთ, დღეს რაიმეს გადაჭრით მტკიცება შეუძლებელია".

ბოლოს ნედვედმა ანტონიო კონტეს შესახებ ისაუბრა, რომლის გადაბირებაც ევროპულ გრანდებს სურთ: "კონტეს სამსახურით არაერთი გრანდია დაინტერესებული, თუმცა ეს არ გვაშინებს. ვიცი, რომ ანტონიოს გადაბირებაზე მადრიდის "რეალის" და ლონდონის "ჩელსის" მესვეურები ფიქრობენ, რაც ყველაფერზე მეტყველებს. კონტე ჩვენთან დარჩება იქამდე, სანამ თავად არ გადაწყვეტს წასვლას. ანტონიო მოედანზეც მწვრთნელივით იქცეოდა, მაგრამ ასე მოკლე დროში თუ მიაღწევდა წარმატებებს, მაინც არ მეგონა. მას შეუძლია შექმნას დიდი ეპოქა "იუვეში" და ეს კარგად ესმის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სერია A. XXVIII ტური: ტურინელთა დიდი ნახტომი სკუდეტოსკენ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული