სერია A. XXIX ტური: ლიდერებმა იძალეს [VIDEO]

AutoSharing Option
XXIX ტურში ლიდერთა სამეულმა სამ-სამი ქულა მოიპოვა და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის ზონაში სატურნირო ვითარება უცვლელი დარჩა. მოიგო "ფიორენტინამაც", რომელიც სამეულში შეძვრომის ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატია. ერთი თამაში გადაიდო: გენუაში ძლიერი წვიმა მოვიდა და "სამპდორია" "ინტერს" მოგვიანებით უმასპინძლებს.

საჩემპიონო თამაში
"იუვენტუსი" გასვლაზე და სახლში ერთნაირად დამაჯერებელია... ანტონიო კონტეს შეგირდები მოძლიერებულ "ბოლონიას" ესტუმრნენ და ორი ბურთის სხვაობით დაამარცხეს. ტურინელებმა ორივე გოლი მეორე ნახევარში გაიტანეს და ორივეში ლომის წილი მირკო ვუჩინიჩმა დაიდო - ერთხელ ჩერნოგორიელმა თავად გაიტანა, როდესაც კლაუდიო მარკიზიოს ჩინებული პასი შეირგო,
შემდეგ კი მარკიზიო გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე და უკვე მას გაატანინა. მასპინძლებს მონდომებას ვერ დავუკარგავთ, მაგრამ "იუვეს" დასამარცხებლად რომ ეს არ კმარა, ცხადზე ცხადია.

"იუვენტუსი" დიდი ნაბიჯებით მიიწევს სკუდეტოსკენ და ამას ყველაზე უკეთ ანტონიო კონტე გრძნობს. ტურინელთა მწვრთნელმა ემოციურად აღნიშნა მისი გუნდის მირიგი გამარჯვება, რის გამოც სტეფანო პიოლიმ გააკრიტიკა... "ბოლონიას" მწვრთნელმა კოლეგას მეტოქის მიმართ მეტი პატივისცემისკენ მოუწოდა, რამაც კონტე აღაშფოთა:

"ამაყი ვარ იმით, რომ ჩემი შეგირდები ასე დამაჯერებლად მიიწევენ წინ. დღეს მეტოქეს ყველა კომპონენტში ვაჯობეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა გამოვხატო ემოცია და რატომ არ უნდა გამიხარდეს გამარჯვება? - მეტოქის მიმართ უპატივცემულობა ნამდვილად არ გამომიხატავს და ეს მთლიანად პიოლის ინტერპრეტაციაა. მე მომავალშიც გამახარებს გამარჯვება და მომავალშიც გავიხარებ სკუდეტოს მოგებით - მინდა, ეს ყველამ იცოდეს".

VideoSportall.Ge
16.03.13. ბოლონია - იუვენტუსი 0:2


კავანი VS ბალოტელი
"გაძეტა დელო სპორტმა" ტურის წინასიტყვაობაში მარიო ბალოტელისა და ედინსონ კავანის დაპირისპირებას დიდი ყურადღება დაუთმო. მართალია, ისინი არც ბომბარდირთა დავაში არიან კონკურენტები და არც ამ ტურში უწევდათ ერთმანეთთან ჭიდილი, მაგრამ სამაგიეროდ, "მილანი" და "ნაპოლი" არიან კონკურენტები, ამ გუნდებში კი მთავარი იმედები სწორედ ხსენებულ ფორვარდებზე მყარდება.

"მილანმა" ორი უპასუხო ბურთის სხვაობით სძლია აუტსაიდერ "პალერმოს", ორივე გოლი კი სწორედ ბალოტელიმ გაიტანა. ჯერ თერთმეტმეტრიანი აქცია გოლად, შემდეგ კი სტუმართა მეკარის უხეირო მოგერიებით ისარგებლა და დამატებაზე ყველას დაასწრო... "როსონერიმ" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და "ნაპოლის" გაქცევის საშუალება არ მისცა.

VideoSportall.Ge
17.03.13. მილანი - პალერმო 2:0


ნეაპოლელებმა და ედინსონ კავანიმ ნავსი გატეხეს - როგორც იქნა, გუნდმა გაიმარჯვა, ფორვარდმა კი გოლი, უფრო სწორად, გოლები შეაგდო. კავანი უაღრესად მოტივირებული იყო და კიდევ მინიმუმ იმდენივეს გატანა შეეძლო. თუმცა "ნაპოლის", "მილანისგან" განსხვავებით, იოლად არ მოუგია და ეს ანგარიშიდანაც ნათლად ჩანს. "ატალანტამ" ორჯერ გაათანაბრა ანგარიში და მხოლოდ 82-ე წუთზე, გორან პანდევის მიერ გატანილი გოლით წააგო. მაკედონიელი დროულად შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და დაბალი გადაცემის შემდეგ ბურთი კარში მოათავსა.

ვთქვათ ისიც, რომ "ატალანტამ" ერთხელ პაოლო კანავაროს ავტოგოლით იხეირა, მეორეჯერ კი ჰერმან დენისმა დიდებული გოლი შეაგდო... არგენტინელმა მცველი და მეკარე ერთად გააცურა, რასაც ბურთის დაუცველ კარში გადაგზავნა მოჰყვა. 3:2 "ნაპოლის" სასარგებლოდ, რამაც ვალტერ მაცარის გუნდი მეორე ადგილზე დატოვა.

სხვა...
"ინტერის" გენუაში სტუმრობა რომ გადაიდო, ზემოთაც ვთქვით - ღამის მატჩებზე 19 მარტის ნომერში მოგითხრობთ. დღეს კი "ფიორენტინას" გამარჯვება გამოვარჩიოთ. "ნაპოლის" არ იყოს, "ვიოლამაც" 3:2 სძლია მეტოქეს და "ჯენოა" სახლში უქულოდ გაუშვა. ტოსკანელებს მატია კასანი შეეწია, რომელიც 74-წუთზე შევიდა მინდორზე და სამიოდე წუთში საკუთარი კარი დალაშქრა. "ჯენოამ" იბრძოლა, მაგრამ კლასმა თავისი გაიტანა.

"პალერმო" რომ მილანში დამარცხდა, უკვე ვთქვით და აღვნიშნოთ ისიც, რომ ვერც "პესკარამ" მოახერხა თუნდაც ქულის აღება. თუ სატურნირო ცხრილის ფსკერს ჩახედავთ, მიხვდებით, რომ ამ ორი გუნდის გადარჩენა თითქმის ფანტასტიკის სფეროა.

სერია A. XXIX ტური
კატანია-უდინეზე 3:1
გოლები: 1:0 გომესი (49), 2:0 გომესი (67), 3:0 ლოდი (71), 3:1 მურიელი (81).
კატანია (4-2-3-1): ანდუხარი – ალვარესი, ლეგროტალიე, ბელუში, მარკეზე - ალმირონი (79. ბიაჯანტი), ლოდი - ისკო, კასტრო (90. კეკო), ბარიენტოსი - გომესი (90. დუკარა).
უდინეზე (3-5-1-1): ბრკიჩი – ბენეტია (87. ზელინსკი), დანილო, ანჯელა – ფარაონი (59. კამპოს ტორო), ბადუ, ალანი, გაბრიელ სილვა, მერკელი (79. რანიჯი) - პერეირა - მურიელი.
გაფრთხილება: ბელუში - ბენეტია.
კუთხური: 1-4; ჯარიმა: 13-16; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 8-11(5-3); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 14 000

ბოლონია-იუვენტუსი 0:2
გოლები: 0:1 ვუჩინიჩი (61), 0:2 მარკიზიო (73).
ბოლონია (4-2-3-1): კურჩი – კერუბინი, ანტონსონი, გარიჩი (69. ხრისტოდოლოპოლოსი), მორლეო - პერესი, ტაიდერი – კონე (58. ნალდო), დიამანტი, გაბიადინი – ჯილარდინო (74. მოსკარდელი).
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი – ბარცალი, ბონუჩი, კიელინი – პადოინი, პირლო, ვიდალი (90. კვალიარელა), მარკიზიო, პელუზო – ვუჩინიჩი (82. მატრი), ჯოვინკო (76. პოგბა).
გაფრთხილება: ანტონსონი, პერესი, დიამანტი - პადოინი, ვიდალი, პელუზო.
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 17-18; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 11-14(3-5); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 35 000

სიენა-კალიარი 0:0
სიენა (3-4-2-1): პეგოლო – ტეიშეირა, ტერლიცი, ფელიპე – ანჯელო, დელა როკა, რუბინი, კალელო – სესტუ (46. რეჯინალდო), როზინა (74. ბოგდანი) – ემეგარა.
კალიარი (4-3-1-2): აგაცი – პიზანო, არიაუდო, ასტორი, მურუ – ეკდალი (86. კაზარინი), ნაინგოლანი, დესენა – კოსუ – იბარბო (78. პინილია), რიბეირო (69. ნენე).
გაფრთხილება: დელა როკა - ნენე.
კუთხური: 2-2; ჯარიმა: 9-16; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 7-7(2-1); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 10 000

მილანი-პალერმო 2:0
გოლები: 1:0 ბალოტელი (9-პენ.), 2:0 ბალოტელი (66).
მილანი (4-3-3): აბიატი – აბატე, საპატა, ბონერა, დე შილიო - მონტოლივო, ფლამინი, მუნტარი - ელ შაარავი (58. ნიანგი), ბოატენგი (81. ტრაორე), ბალოტელი.
პალერმო (3-5-2): სორენტინო – ფონ ბერგენი, მუნიოსი, არონიკა – მორგანელა, რიოსი, კურტიჩი (71. ფაბრინი), დონატი (82. ვიოლა), გარსია (46. ნელსონი) – ილიჩიჩი, დიბალა.
გაფრთხილება: საპატა (მილანი).
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 11-6(4-3); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 50 000

ფიორენტინა-ჯენოა 3:2
გოლები: 1:0 აკვილანი (33), 1:1 პორტანოვა (59), 2:1 კუადრადო (62), 2:2 ანტონელი (69), 3:2 კასანი (77-საკ. კარში).
ფიორენტინა (4-3-3): ვივიანო – ტომოვიჩი, გონსალო, სავიჩი, პასკუალი - პისარო, აკვილანი (74. ფერნანდესი), ბორხა ვალერო (88. მილიაჩო) – ლიაიჩი (74. ტონი), იოვეტიჩი, კუადრადო.
ჯენოა (3-5-1-1): ცორვასი – გრანკვისტი, პორტანოვა, მორეტი – პიზანო (74. ხორკერა), კუჩკა, ტოზცერი (46. იანკოვიჩი), ვარგასი (74. კასანი), ანტონელი – ბერტოლაჩი – იმობილე.
გაფრთხილება: გონსალო, ბორხა ვალერო - გრანკვისტი, ანტონელი, ხორკერა.
კუთხური: 12-2; ჯარიმა: 17-15; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 12-7(6-3); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 26 000

ნაპოლი-ატალანტა 3:2
გოლები: 1:0 კავანი (4-პენ.), 1:1 კანავარო (31-საკ. კარში), 2:1 კავანი (65), 2:2 დენისი (73), 3:2 პანდევი (81).
ნაპოლი (3-4-1-2): დე სანკტისი – კამპანიარო, კანავარო, გამბერინი (62. არმერო) – მაჯო (79. ინსინიე), ჯემაილი, ბერამი, ცუნიგა – ჰამშიკი – პანდევი (90. როლანდო), კავანი.
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი – რაიმონდი, სტენდარდო, ლუკინი, დელ გროსო – ჯორჯი (59. კანინი), ბიონდინი (78. კაცოლა), კარმონა, ბონავენტურა – მორალესი (67. ლივაია) - დენისი.
გაფრთხილება: ბერამი, ინსინიე - ლუკინი, ჯორჯი.
კუთხური: 14-1; ჯარიმა: 17-15; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 19-6(9-2); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 40 000

პესკარა-კიევო 0:2
გოლები: 0:1 სტოიანი (88), 0:2 თერეუ (90).
პესკარა (4-3-3): პელიცოლი – ბალცანო, კროლდრუპი, კოსიჩი, ბოკეტი – ბარნასონი, კაშონე, ტონი (70. კუინტერო) – კაპრარი, ვუკუსიჩი (78. აბრუსკატო), სკული (64. სელიკი).
კიევო (4-3-1-2): პუჯონი – ფრეი, ცეზარი, ანდრეოლი, დრამე – კოფიე, ლ. რიგონი, გუანა (83. ლუსიანო) - ჰეტემაი (65. სეიმური) – თერეუ, პალოსკი (69. სტოიანი).
გაფრთხილება: ბარლცანო, კოსიჩი, ბარნასონი - ჰეტემაი.
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 20-9; თამაშგარე: 1-6; კარში დარტყმა: 12-9(2-3); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 12 000

რომა-პარმა 2:0
გოლები: 1:0 ლამელა (7), 2:0 ტოტი (70).
რომა (3-4-2-1): სტეკელენბურგი – მარკინიოსი, ბურდისო, კასტანი – ფლორენცი, პანაიოტისი (66. ბრედლი), დე როსი, მარკინიო (82. ბალცარეტი) – პეროტა (86. ტადეი), ლამელა - ტოტი.
პარმა (3-5-3): მირანტე – ბენალოუანე, ლუკარელი, პალეტა – როზი, ვალდესი, პაროლო (86. გალოპა), ამპუერო (57. ბიაბიანი), გობი – სანსონე (74. ბელფოდილი), ამაური.
გაფრთხილება: ბენალოუანე, როზი, ვალდესი (პარმა).
კუთხური: 7-13; ჯარიმა: 20-6; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 11-9(5-3); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 40 000

VideoSportall.Ge
17.03.13. რომა - პარმა 2:0


ტორინო-ლაციო 1:0
გოლი: 1:0 ჯონატასი (78).
ტორინო (4-4-2): ჟილე – დამბროზიო, გლიკი, დარმიანი, როდრიგესი – ბრიგი, გაცი, მეჯორინი (57. ბიანკი), სანტანა (61. ბირსა) – ჩერჩი, ბარეტო (77. ჯონატასი).
ლაციო (4-5-1): მარკეტი – პერეირინია, სიანი, ცანა, რადუ – გონსალესი (77. ბიავა), ლედესმა, კანდრევა, ონაზი (79. საა), ლულიჩი – კოზაკი (77. ედერსონი).
გაფრთხილება: გლიკი, ჩერჩი (ტორინო).
გაძევება: სიანი (16. ლაციო).
კუთხური: 2-2; ჯარიმა: 17-17; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 9-4(4-2); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 20 000

სამპდორია-ინტერი გადაიდო

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge

შენიშვნა
: სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.

ბომბარდირები: 20 - კავანი (ნაპოლი); 16 – ელ შაარავი (მილანი); 15 - დი ნატალე (უდინეზე); 13 – პაცინი (მილანი); 12 – ლამელა (რომა), დენისი (ატალანტა), იოვეტიჩი (ფიორენტინა); 11 - ოსვალდო (რომა), საუ (კალიარი), ჯილარდინო (ბოლონია), ტოტი (რომა); 10 - კლოზე (ლაციო).

მომდევნო ტური

31 მარტი
უდინეზე-ბოლონია, ლაციო-კატანია, კალიარი-ფიორენტინა, ინტერი-იუვენტუსი, პარმა-პესკარა, პალერმო-რომა, ატალანტა-სამპდორია, ჯენოა-სიენა, კიევო-მილანი, ტორინო-ნაპოლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ანტონიო კონტე: სკუდეტო მოვიგე და კიდევ ერთხელ მოვიგებ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული