ლეო მესიმ ანტონიო კასანოს მადლობა გადაუხადა შვილისთვის მისი სახელის დარქმევისთვის

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფორვარდმა ლიონელ მესიმ საჯაროდ გადაუხადა მადლობა მილანის "ინტერის" ფორვარდ ანტონიო კასანოს.

საქმე იმაშია, რომ ახლახან ანტონიოს ვაჟი შეეძინა, რომელსაც მან მესის პატივსაცემად ლიონელი დაარქვა.

კასანომ განაცხადა, რომ შვილს ლიონელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის ეშხით დაარქვა, რადგან თავად არგენტინელი ვარსკვლავის დიდი თაყვანისმცემელია, თუმცა მის მეუღლეს სხვა სახელი ჰქონდა შერჩეული.

მესის და კასანოს შორის მეკავშირეობა ამ შემთხვევაში "ინტერის" ლეგენდამ, არგენტინელმა ხავიერ ძანეტიმ იკისრა.

ლიონელ კასანო 18 მარტს დაიბადა, 3,3 კილოგრამს წონის. ის ანტონიოს მეორე შვილია. პირველს კრისტოფერი ჰქვია.

ასევე იხილეთ:
დრიბლინგი:
სამი კასანოს გაძლება არ გინდა?

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული