ანტონიო კონტე: მინდა "იუვეს" ფერგიუსონი ვიყო

AutoSharing Option
ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო ხშირად იწერება ანტონიო კონტეს ინგლისურ პრემიერლიგაში შესაძლო გადაბარგების თაობაზე. "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის გადაბირება რომან აბრამოვიჩს სურს, რომელიც იტალიელს რაფაელ ბენიტესის შემცვლელად მოიაზრებს. ეს ამბავი "ვეკია სენიორას" ტიფოზებს ძალიან არ მოსწონთ და "იუვენტუს არენაზე" დაგეგმილ უახლოეს შეხვედრაში კონტეს შესანარჩუნებლად საგანგებო ბანერის გამოფენას აპირებენ. ამ ამბავს თვითონ მწვრთნელი გამოეხმაურა და შემდეგი განაცხადა:

"ტურინში თავს შესანიშნავად ვგრძნობ. აქ ჩემი სახლია და არსად წასვლის სურვილი არ მაქვს. მეტიც, მინდა, რომ "იუვენტუსისთვის" იგივე ვიყო, რაც ალექს ფერგიუსონია "მანჩესტერ იუნაიტედისთვის".
მსურს, "ვეკია სენიორასთან" ერთად ბევრი ტიტული მოვიგო და ამისთვის კარგი საფუძველია ჩაყრილი. შესაბამისად, არსად წასვლას არ ვაპირებ და გულშემატკივრებს მშვიდად შეუძლიათ ყოფნა. არც ბანერის დამზადებაა საჭირო, რადგან ტიფოზების მხარდაჭერას ისედაც ყოველთვის ვგრძნობ.

ჩემი თხოვნა იქნება, რომ საგანგებო ზომების მიღებ
ით, ამ უსაფუძვლო თემას კიდევ უფრო ნუ გავახმაურებთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩემი სურვილი მრავალი წელი "იუვენტუსში" მუშაობაა. თუ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მსურს, მაშინ სხვა კლუბზე მინიმუმ 20 წლის შემდეგ ვიფიქრებ... თუმცა ამისთვის უდიდესი შრომაა საჭირო და კარგად მესმის, რომ ალექს ფერგიუსონი ყველა ვერ იქნება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ანტონიო კონტე: სკუდეტო მოვიგე და კიდევ ერთხელ მოვიგებ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩვენი კონტე :) ავა:*
bianconera
12:33 21-03-2013
0
forza juve!!!
შაკო
10:20 21-03-2013
0

სიახლეები პოპულარული