"ნაპოლიში" ვალტერ მაცარის 5 სავარაუდო შემცვლელი

AutoSharing Option
სულ უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ სეზონის ბოლოს ვალტერ მაცარის "ნაპოლიდან" შესაძლო აბარგების თაობაზე.

ამ თემას თვით ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დიდია შანსი, მწვრთნელი და წამყვანი ფორვარდი, ედინსონ კავანი ვერ შეინარჩუნოს.

მაცარის შესაძლო წასვლის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მწვრთნელმა ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი განაცხადა და დასძინა, უმჯობესია ამ თემას სეზონის დასრულების შემდეგ მივუბრუნდეთო.

მოკლედ, დე ლაურენტისს საკმარისი საბაბი აქვს იმისთვის, რომ ახალ მწვრთნელზე იფიქროს და ფიქრობს კიდეც...

"გაძეტა დელო სპორტის’ ინფორმაციით, ნეაპოლური
კლუბის მესვეურებს უკვე მონიშნული აქვთ იმ მწვრთნელების გვარები, რომლებსაც მაცარის შესაძლო შემცვლელებად განიხილავენ.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, სიაში ხუთი მწვრთნელია: კარლო ანჩელოტი, სტეფანო პიოლი, ჯანფრანკო ძოლა, ლუჩანო სპალეტი და იურგენ კლოპი.

ყველაზე საინტერესო და ცოტა მოულოდნელი კანდიდატი სწორედ კლოპია და მის მიმართ თურმე თვით დე ლაურენტისს ჰქონია გამორჩეული სიმპათიები. გერმანელ მწვრთნელს იტალიელი ჟურნალისტები ვერ დაუკავშირდნენ, მაგრამ იმას კი ირწმენებიან, ნეაპოლელთა სიაში იურგენს პრიორიტეტული ადგილი უკავიაო.

მოკლედ, კლოპის კანდიდატურამ დიდი ინტერესი გამოიწვია, მაგრამ რამდენად მოისურვებს გერმანელი დორტმუნდის დატოვებას, ცალკე სალაპარაკო თემაა. უფრო რეალურია სტეფანო პიოლის ვარიანტი, ვის მიმართაც დე ლაურენტისს საქებარი სიტყვები არაერთხელ უთქვამს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მაცარის უარი ახალ კონტრაქტზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული