ჯორჯო კიელინი იტალიურ დერბის გამოტოვებს

AutoSharing Option
ჯორჯო კიელინიმ ტრავმა იტალიის ეროვნული ნაკრების შეკრებაზე მიიღო, რის გამოც ბრაზილიასთან ამხანაგური პაექრობის გამოტოვება მოუწია და ვერც მალტას დაუპირისპირდება.

პირველადი პროგნოზით, კიელინიმ მიკრო-ტრავმა მიიღო, მაგრამ არც მთლად მასე ყოფილა საქმე. უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად, ჯორჯოს 30 მარტს დაგეგმილი "ინტერი"-"იუვენტუსის" ჯახის გამოტოვება მოუწევს, რომელიც სერია A-ს ეგიდით გაიმართება. სამაგიეროდ, კიელინი 2 აპრილისთვის იქნება მზად, ამ დღეს კი ტურინული გრანდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე მიუნხენის "ბაიერნს" შეეჭიდება. ამ თემაზე კომენტარი თვითონ 28 წლის ფეხბურთელმა გააკეთა:

"დასანანი ტრავმა მივიღე, რის გამოც დიდი იტალიური დერბის
გამოტოვება მომიწევს. როდესაც კუნთში ტკივილები ვიგრძენი, მივხვდი, რომ ვერ იყო კარგად საქმე... კიდევ კარგად გადავრჩი, რადგან შეიძლებოდა, ტრავმა უფრო მძიმე ყოფილიყო. "იუვენტუსში" შეუცვლელი არავინაა და მჯერა, რომ "ინტერთან" გუნდი უჩემოდაც გაიმარჯვებს. რაც შეეხება "ბაიერნთან" შეხვედრას, იმედი მაქვს, რომ მოედანზე პირველივე წუთიდან გავალ და გუნდს მაქსიმალურად დავეხმარები
".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბრაზილია VS იტალია - მსოფლიო ფეხბურთის კლასიკა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული