ჯამპაოლო პაცინი ჯერ ვერ უბრუნდება მოედანს

AutoSharing Option
"ჯენოასთან" შეხვედრაში დაშავებული ჯამპაოლო პაცინი ჯერ კიდევ მკურნალობს და ისეთი პირი უჩანს, რომ ვერც სერია A-ს მომდევნო ტურში მიიღებს მონაწილეობას. მართალია, 28 წლის ფორვარდი თავს კარგად გრძნობს და ვარჯიშობს კიდეც, მაგრამ როგორც ადრიანო გალიანიმ განაცხადა, ბოლომდე გამოჯანმრთელებული ჯერ კიდევ არ არის:

"პაცინი ძალიან გვაკლდა "კამპ ნოუზე" და მისი არყოფნა ძვირად დაგვიჯდა. თუმცა, რას ვიზამთ, ტრავმები ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. საბედნიეროდ, პაცო უკვე გამოჯანმრთელების პირასაა და დატვირთვითაც ვარჯიშობს. ითამაშებს თუ არა "კიევოსთან"? – ალბათ არა, რადგან მისი ჯანმრთელობით გარისკვა არ გვსურს. ჯობია,
100%-ით გამოჯანმრთელდეს და შემდეგ დაუბრუნდეს მოედანს".

ამასობაში დანიელე ბონერა გამოჩნდა პრესის ფურცლებზე და გუნდში დარჩენის სურვილი საჯაროდ გამოთქვა. 31 წლის მცველს "მილანთან" კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება და არის ეჭვი, რომ კლუბის მესვეურები მის შენარჩუნებას არ აპირებენ: "ვიცი, რომ "როსონერის" მესვეურებმა აქცენტი ახალგაზრდა თაობაზე გააკეთეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, გამოცდილ ფეხბურთელებს "მილანში" არაფერი ესაქმებათ. აქ უკვე შვიდი წელია ვირიცხები, თავს კარგად ვგრძნობ და არსად წასვლის სურვილი არ მაქვს. ჯერჯერობით ახალი კონტრაქტი არავის შემოუთავაზებია, მაგრამ მომავალს იმედით ვუყურებ".

ბონერა "მილანში" 2005 წელს გადავიდა, იქამდე კი "პარმას" ღირსებას იცავდა. კარიერის საწყის წლებში დანიელე "ბრეშაში" ირიცხებოდა და მას უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"მილანი" მზადაა, ჯამპაოლო პაცინის კონტრაქტი გაუხანგრძლივოს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული