"პაცინი ძალიან გვაკლდა "კამპ ნოუზე" და მისი არყოფნა ძვირად დაგვიჯდა. თუმცა, რას ვიზამთ, ტრავმები ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. საბედნიეროდ, პაცო უკვე გამოჯანმრთელების პირასაა და დატვირთვითაც ვარჯიშობს. ითამაშებს თუ არა "კიევოსთან"? – ალბათ არა, რადგან მისი ჯანმრთელობით გარისკვა არ გვსურს. ჯობია,
ამასობაში დანიელე ბონერა გამოჩნდა პრესის ფურცლებზე და გუნდში დარჩენის სურვილი საჯაროდ გამოთქვა. 31 წლის მცველს "მილანთან" კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება და არის ეჭვი, რომ კლუბის მესვეურები მის შენარჩუნებას არ აპირებენ: "ვიცი, რომ "როსონერის" მესვეურებმა აქცენტი ახალგაზრდა თაობაზე გააკეთეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, გამოცდილ ფეხბურთელებს "მილანში" არაფერი ესაქმებათ. აქ უკვე შვიდი წელია ვირიცხები, თავს კარგად ვგრძნობ და არსად წასვლის სურვილი არ მაქვს. ჯერჯერობით ახალი კონტრაქტი არავის შემოუთავაზებია, მაგრამ მომავალს იმედით ვუყურებ".
ბონერა "მილანში" 2005 წელს გადავიდა, იქამდე კი "პარმას" ღირსებას იცავდა. კარიერის საწყის წლებში დანიელე "ბრეშაში" ირიცხებოდა და მას უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"მილანი" მზადაა, ჯამპაოლო პაცინის კონტრაქტი გაუხანგრძლივოს