ალეგრი: ბალოტელი იბრაჰიმოვიჩს ფიზიკურადაც ჰგავს და ტექნიკურადაც

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ მარიო ბალოტელი ზლატან იბრაჰიმოვიჩს შეადარა და აღნიშნა, რომ იტალიელ თავდამსხმელს შეუძლია, კიდევ უფრო ძლიერი გახდეს.

მარიო "მილანში" "მანჩესტერ სიტიდან" ამ ზამთარს გადავიდა და სერია A-ს ექვს მატჩში შვიდი გოლი გაიტანა.

"ის იბრაჰიმოვიჩს მაგონებს, როგორც ფიზიკურად, ისე ტექნიკური თვალსაზრისით.

თუმცა, მარიოს შეუძლია კიდევ უფრო უკეთესი გახდეს, რადგან "მილანში" მას სათამაშო პრაქტიკა სტაბილურად აქვს.

საერთოდ, ბალოტელის ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშში კიდევ ბევრი რამ აქვს გასაუმჯობესებელი. თუმცა მას, პოტენციალის გათვალისწინებით, ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ როგორც ფეხბურთელი გაიზარდოს.

ამისთვის
კი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად თამაშობს",
- აქვეყნებს ალეგრის სიტყვებს იტალიური პრესა.

ასევე იხილეთ:
სერია A. XXX ტურის წინ: დიდი იტალიური დერბი "ჯუზეპე მეაცაზე"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული