ერთადერთი გოლი 25-ე წუთზე რიკარდო მონტოლივომ გაიტანა, მას მერე რაც მარიო ბალოტელის დარტყმული მოიგერიეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო 12 წუთი "კიევომ" 10 კაცით ითამაშა, მსაჯმა დარიო დაინელი გააძევა.
მატჩის შემდეგ "მილანის" თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ შეაქო მარიო ბალოტელი: "ბალოტელი ჩვენთან იანვარში მოვიდა და საჯარიმოებზე გვეშველა. აქამდე საჯარიმოების კარგი შემსრულებელი გუნდში არ გვყავდა. მონტოლივომ გოლისას იყოჩაღა და არ დავუკარგავ, თუმცა ეს გოლიც და სხვა მრავალი შემთხვევაც ბალოტელის დიდი ენთუზიაზმის შედეგია".
30.03.13. კიევო - მილანი 0:1