სერია A. XXX ტური: ტურინული ვენდეტა მილანში [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე 8 ტურია დარჩენილი, ტურინის "იუვენტუსი" კი უახლოეს მდევარს მთელი 9 ქულით უსწრებს. "ვეკია სენიორა" შესანიშნავად ასპარეზობს და ფაქტობრივად, წარმოუდგენელია, რომ დარჩენილ ტურებში ფორა გაანიავოს. თუ სადმე უნდა დაეკარგა "იუვეს" ქულები, "ჯუზეპე მეაცაზე", მაგრამ არა - ანტონიო კონტეს გუნდმა კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა სკუდეტოსკენ...

დიდი იტალიური დერბი
ზემოთ აღვნიშნეთ, რომ თუ სადმე უნდა დაეკარგა "იუვეს" ქულები, პირველ რიგში, "ინტერთან" გასვლით შეხვედრაშიო... არა იმიტომ, რომ "ნერაძურია" კარგ ფორმაში; უბრალოდ, "იუვეს" უნდა დაეზოგა ძალები "ბაიერნთან" მოახლოებული მატჩის
წინ, რის გამოც ბევრი უპირატესობას მასპინძელს ანიჭებდა. ვინც შეხვედრას თვალი ადევნა, შეექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ "ბიანკონერიმ" დაზოგა კიდეც ძალები და ისე მოუგო მილანურ გრანდს... ეს არ იყო "იუვეს" მაქსიმუმი, რაც მატჩის შემდგომ თვით ანტონიო კონტემ განაცხადა.

მოკლედ, "ვეკია სენიორამ" დახარჯა იმდენი ენერგია, რამდენიც სჭირდებოდა და როგორც ნამატჩევს "კორიერეში" დაიწერა - ეს იყო 2:1, რომელიც "ბაიერნის" 9:2-ს ჯობია - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, "იუვემ" იტალიური დერბი მოიგო.

თამაში ხეირიანად დაწყებული არ იყო, როდესაც ფაბიო კვალიარელამ ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო, უძლიერესად დაარტყა და სამირ ჰანდანოვიჩის კარი დალაშქრა, 0:1. გოლი მართლაც ფანტასტიკური გამოვიდა, რაც ფაბიოსაგან ნამდვილად არ გვიკვირს.

ამის შემდეგ მილანელები გააქტიურდნენ, მაგრამ მათ შეტევებს სიმწვავე აკლდა. გამთამაშებლად გამწესებული რიკი ალვარესი აშკარად ვერ ართმევდა მოვალეობებს თავს და თავდამსხმელებს, როდრიგო პალასიოს და ანტონიო კასანოს ხშირად საკუთარ ნახევარზეც კი უწევდათ ჩასვლა ბურთის მისაღებად. ანდრეა სტრამაჩონიმ თადარიგში დატოვა ფრედი გუარინი და ესტებან კამბიასო, რამაც "ინტერის" შუა ხაზი თითქოს კიდევ უფრო გააღარიბა.

რაც შეეხება "იუვენტუსს", ყველაფერი საათივით გახლდათ აწყობილი... ანტონიო კონტემ გარისკა და ტრავმამოშუშებული ჯორჯო კიელინი ძირითად შემადგენლობაში გაამწესა. ანუ დაცვაში ყველაფერი რიგზე იყო, ისევე, როგორც სხვა რგოლებში. კარგად გაისარჯნენ ფორვარდებიც - კვალიარელას მეწყვილე ალესანდრო მატრი გახლდათ, რომელმაც თავისი სიტყვა ანტრაქტის შემდეგ თქვა.

მეორე ნახევარში სტრამაჩონიმ ცვლილებებს მიმართა და თამაშში გუარინი-კამბიასოს დუეტი ჩართო. ამან აშკარად გამოაცოცხლა "ინტერის" წინა ხაზი და სულ მალე საპასუხო გოლიც ვიხილეთ. ანტონიო კასანომ როდრიგო პალასიო შესანიშნავი პასით მოძებნა, ეს უკანასკნელი კი მეკარესთან პირისპირ გავიდა და ბურთის ბადეში შეგორება აღარ გასჭირვებია - 1:1.

მილანელებს სიხარული დიდხანს არ დასცალდათ, რადგან გოლიდან 5-6 წუთში ტურინელებმა კიდევ ერთი გაიტანეს. ამჯერად ფაბიო კვალიარელა ასისტენტის როლში მოგვევლინა, მისი პასი კი გოლად ალესანდრო მატრიმ აქცია - 1:2. დარჩენილ დროში მასპინძლები უხეიროდ უტევდნენ, ტურინელები კი მშვიდად იცავდნენ თავს.

საფინალო სასტვენის წინ ესტებან კამბიასოს ნერვებმა უმტყუნა, არგენტინელი სებასტიან ჯოვინკოს ეცა და სრულიად განზრახ, ვარდნაში კოჭებში უთავაზა... ეს იყო საზარელი ეპიზოდი, რომელმაც თვით მილანელ გულშემატკივართა აღშფოთება გამოიწვია. ჯოვინკო უმძიმეს ტრავმას გადაურჩა, რაც კოჭის დამცავის დამსახურებაა.

ნამატჩევს, ესტებან კამბიასო მეტოქის გასახდელში შევიდა და ჯოვინკოს ბოდიში მოუხადა, რაც ტურინელთა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ მოიწონა.

ანტონიო კონტე (იუვენტუსი): "მაღალ დონეზე ვითამაშეთ და სრულიად დამსახურებულად გავიმარჯვეთ. სკუდეტოზე ფიქრი ჯერ ადრეა, რადგან წინ კიდევ არაერთი ტურია. ეს არ იყო ჩვენი მაქსიმუმი, მაგრამ სასურველ შედეგს მაინც მივაღწიეთ. დროა, "ბაიერთან" შეხვედრაზე გადავერთოთ, წინ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯახია.

ესტებან კამბიასოს აშკარად ზედმეტი მოუვიდა, მაგრამ მთავარია, რომ შეცდომა აღიარა, გასახდელში შემოვიდა და ბოდიში მოიხადა. მითამაშია ესტებანის წინააღმდეგ და ვიცი, რომ ძალიან კარგი ადამიანი და ბრწყინვალე სპორტსმენია. მადლობა ღმერთს, ჯოვინკო ტრავმას გადაურჩა".

ანდრეა სტრამაჩონი (ინტერი): "პირველი ტაიმი ცუდად ჩავატარეთ, მეორეში კი მკვეთრად მოვუმატეთ და ალბათ, ფრეს ვიმსახურებდით. შედეგი უარყოფითია, მაგრამ მთლიანობაში, გუნდის თამაშით მაინც კმაყოფილი ვარ. მიზანი უცვლელია - ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება გვსურს და ვფიქრობ, მიზნის მიღწევა ჯერ კიდევ შეგვიძლია
".

ბრძოლა მეორე ადგილისთვის
როგორც ვივარაუდეთ, "მილანს" და "ნაპოლის" ძალიან გაუჭირდათ, მაგრამ სამ-სამი ქულა მაინც მოიპოვეს. მასიმილიანო ალეგრის გუნდი ვერონაში ჩავიდა, სადაც "კიევოს" ერთი უპასუხო ბურთი გაუტანა და შინ სამი ქულით ხელდამშვენებული დაბრუნდა. ერთადერთი და გამარჯვების გოლი რიკარდო მონტოლივოს ანგარიშზეა, რომელმაც მარიო ბალოტელის საჯარიმო დარტყმის შემდეგ მეკარის მიერ უკუგდებულ ბურთს დაამატა.

"მილანს" კიდევ ჰქონდა მომენტები, მაგრამ არც "კიევო" იდგა ყრუ დაცვაში. საბოლოოდ, 1:0 "როსონერის" სასარგებლოდ, რამაც ლომბარდიული გრანდი კიდევ უფრო დააახლოვა ჩემპიონთა ლიგის ზონას.

დიდი ამბები იყო ტურინში, სადაც "ნაპოლი" ჩავიდა და "ტორინო" დაამარცხა - 5:3. ოლიმპიურ სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრები რომ არ მოიწყენდნენ, ანგარიშიდანაც კარგად ჩანს და როგორც ნამატჩევს ვალტერ მაცარიმ აღნიშნა, ამ საოცარმა თამაშმა რაღაც პერიოდი ისიც რიგით გულშემატკივრად აქცია...

ნეაპოლელთა შორის ჰეთ თრიკი ბლერიმ ჯემაილმა შეასრულა, რომელმაც საკუთარ თავში ედინსონ კავანი აღმოაჩინა და "ტორინოს" სულ ნაირ-ნაირი გოლები უტანა. ორიც ხსენებულმა კავანიმ შეაგდო, რომელიც 65-ე წუთზე ლორენცო ინსინიეს ნაცვლად ჩაერთო თამაშში. ტურინელებმაც ეფექტური გოლები გაიტანეს, თამაშის სცენარი კი ისეთი გახლდათ, თქვენი მოწონებული. "ნაპოლიმ" უმნიშვნელოვანესი ქულები ჩაიწერა აქტივში, ვალტერ მაცარიმ კი ორივე გუნდი ქებით ცაში აიყვანა:

"ფანტასტიკური თამაში იყო, რომელიც საბედნიეროდ, ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. ვფიქრობ, თვით "ტორინოს" გულშემატკივრებმაც ისიამოვნეს, რადგან გუნდებმა ნამდვილი საფეხბურთო სპექტაკლი დადგეს. ერთი ხანობა, ისიც კი მიმავიწყდა, რომ მწვრთნელი ვარ და ქომაგად ვიქეცი. მოკლედ, ბრავო ორივე გუნდს, თუმცა მოგებას ჩვენ ვიმსახურებდით".

სერია A. XXX ტური

ატალანტა-სამპდორია 0:0
ატალანტა (4-4-2): კონსილი - კანინი, სტენდარდო, ლუკინი, დელ გროსო (68. ბრივიო) - რაიმონდი, ბიონდინი, ჩიგარინი, ბონავენტურა (82. კონტინი) - მორალესი (69. ბრიენცა), დენისი.
სამპდორია (3-5-2): რომერო - მუსტაფი, პალომბო, გასტალდელო - დე სილვესტრი, კრსტიჩიჩი, ობიანგი, პოლი, ბერარდი (89. ესტიგარიბია) - ედერი (72. სანსონე), იკარდი.
გაფრთხილება: კონსილი - კრსტიჩიჩი, ბერარდი, ედერი.
გაძევება: ლუკინი (70. ატალანტა).
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 11-20; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 8-7(2-1); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 14 000

კალიარი-ფიორენტინა 2:1
გოლები: 1:0 პინილია (11), 2:0 პინილია (39-პენ.), 2:1 კუადრადო (74).
კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პიზანო, როსეტინი, ასტორი, მურუ - ეკდალი (46. დესენა), ნაინგოლანი, კონტი (73. კაბრერა) - კოსუ - პინილია (68. იბარბო), საუ.
ფიორენტინა (4-3-3): ვივიანო - რონკალია, გონსალო, სავიჩი, პასკუალი - პისარო, აკვილანი, მილიაჩო (63. ფერნანდესი) - ლიაიჩი (46. ტონი), იოვეტიჩი (31. ლარონდო), კუადრადო.
გაფრთხილება: პიზანო, კოსუ, დესენა - გონსალო, კუადრადო.
კუთხური: 5-10; ჯარიმა: 13-18; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 7-11(5-3); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 15 000

ჯენოა-სიენა 2:2
გოლები: 1:0 ბორიელო (6), 1:1 ემეგარა (43), 1:2 როზინა (52-პენ.), 2:2 იანკოვიჩი (71).
ჯენოა (3-5-1-1): ფრეი - ბოვო (74. გრანკვისტი), პორტანოვა, მანფრედინი - იანკოვიჩი, კუჩკა, მათუზალემი (90. მ. რიგონი), ანტონელი, მორეტი (56. იმობილე) - ხორკერა - ბორიელო.
სიენა (3-4-2-1): პეგოლო - პაჩი, ტერლიცი, ფელიპე - ანჯელო, დელა როკა, რუბინი, კალელო (86. ბოლცონი) - სესტუ (63. რეჯინალდო), როზინა (68. ვერგასოლა) - ემეგარა.
გაფრთხილება: ბოვო, მანფრედინი, მათუზალემი, მორეტი, ხორკერა, ბორიელო - ფელიპე, დელა როკა.
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 15-17; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 12-4(8-3); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 20 000

ინტერი-იუვენტუსი 1:2
გოლები: 0:1 კვალიარელა (3), 1:1 პალასიო (54), 1:2 მატრი (60).
ინტერი (3-4-1-2): ჰანდანოვიჩი - რანოკია (66. კამბიასო), სამუელი, კივუ - პერეირა, ძანეტი, გარგანო (79. როკი), კოვაჩიჩი - ალვარესი (46. გუარინი) - პალასიო, კასანო.
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - პადოინი, პირლო, ვიდალი, მარკიზიო, ასამოა (64. პელუზო) - კვალიარელა (83. ჯოვინკო), მატრი (74. პოგბა).
გაფრთხილება: რანოკია, გარგანო, პერეირა - ბარცალი, კიელინი.
გაძევება: კამბიასო (90. ინტერი).
კუთხური: 11-3; ჯარიმა: 10-18; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 10-9(6-5); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 80 000

VideoSportall.Ge
30.03.13. ინტერი - იუვენტუსი 1:2


ლაციო-კატანია 2:1
გოლები: 0:1 ისკო (50), 1:1 ლეგროტალიე (79-საკ. კარში), 2:1 კანდრევა (81-პენ.).
ლაციო (3-5-1-1): მარკეტი - ცანა, ბიავა, რადუ - ონაზი (64. ედერსონი), გონსალესი, ლედესმა, ლულიჩი, ერნანესი (75. კლოზე) - კანდრევა - საა (63. კოზაკი).
კატანია (4-3-3): ანდუხარი - ალვარესი, ლეგროტალიე, ბელუში, მარკეზე - ბიაჯანტი (86. დუკარა), ლოდი, ისკო - ბერგესიო, ბარიენტოსი, გომესი (78. კასტრო).
გაფრთხილება: მარკეტი, ლედესმა - მარკეზე, ლოდი, ბარიენტოსი.
კუთხური: 16-5; ჯარიმა: 21-11; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 13-4(5-1); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 31 000

პალერმო-რომა 2:0
გოლები: 1:0 ილიჩიჩი (21), 2:0 მიკოლი (35).
პალერმო (3-5-2): სორენტინო - ფონ ბერგენი, მუნიოსი, არონიკა - მორგანელა, ბარეტო (80. ფაურლინი), კურტიჩი, დონატი, დოსენა (60. გარსია) - ილიჩიჩი, მიკოლი (52. დიბალა).
რომა (3-4-1-2): სტეკელენბურგი - პირისი (73. ტოროსიდისი), ბურდისო, კასტანი - პანაიოტისი (46. პიანიჩი), პეროტა (73. ოსვალდო), დე როსი, მარკინიო - ფლორენცი - ლამელა, ტოტი.
გაფრთხილება: მუნიოსი, ილიჩიჩი - პირისი, ოსვალდო.
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 10-13; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 14-17(4-8); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 17 000

პარმა-პესკარა 3:0
გოლები: 1:0 ბენალოუანე (18), 2:0 პალეტა (52), 3:0 ამაური (65).
პარმა (4-4-3): მირანტე - ბენალოუანე (68. სანტაკროჩე), ლუკარელი, პალეტა, გობი - ნინისი, პაროლო, მარკიონი - სანსონე, ბიაბიანი (83. ბონიპერტი), ამაური (76. ჩერი).
პესკარა (4-3-3): პელიცოლი - ძაური, კროლდრუპი, არსე, ბოკეტი - ბარნასონი (57. სელიკი), კაშონე, დაგოსტინო - კაპრარი (86. დი ფრანჩესკო), აბრუსკატო (64. სფორცინი), სკული.
გაფრთხილება: ნინისი - სელიკი.
კუთხური: 9-1; ჯარიმა: 11-18; თამაშგარე: 1-6; კარში დარტყმა: 18-4(8-1); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 10 000

უდინეზე-ბოლონია 0:0
უდინეზე (3-4-2-1): ბრკიჩი - ბენეტია, დანილო, დომიცი - ბასტა, ლაძარი (78. მერკელი), ალანი, გაბრიელ სილვა (72. პასკუალე), პერეირა - მაიკოსუელი (60. მურიელი) - დი ნატალე.
ბოლონია (4-3-1-2): კურჩი - კერუბინი, ანტონსონი, მოტა, მორლეო - კონე, პაციენცა (55. კრჰინი), ტაიდერი - ხრისტოდოლოპულოსი (69. გუარენტე) - გაბიადინი (81. პასკუატო), ჯილარდინო.
გაფრთხილება: დომიცი - მოტა, ანტონსონი, კონე, პაციენცა, ხრისტოდოლოპულოსი.
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 20-19; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 10-6(5-1); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 17 000

კიევო-მილანი 0:1
გოლი: 0:1 მონტოლივო (25).
კიევო (5-3-2): პუჯონი - ფრეი (63. ლუსიანო), ცეზარი, ანდრეოლი, დაინელი, დრამე, - ლ. რიგონი, გუანა (46. სტოიანი), კოფიე - თერეუ, პალოსკი (73. პელისიერი).
მილანი (4-3-3): აბიატი - აბატე, მექსე, ბონერა, დე შილიო - მონტოლივო, ამბროზინი, მუნტარი - ელ შაარავი, რობინიო (84. ნიანგი), ბალოტელი.
გაფრთხილება: ანდრეოლი, ცეზარი, დრამე, კოფიე - ბალოტელი.
გაძევება: დაინელი (78. კიევო).
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 11-17; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 5-11(2-9); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 20 000

VideoSportall.Ge
30.03.13. კიევო - მილანი 0:1


ტორინო-ნაპოლი 3:5
გოლები: 0:1 ჯემაილი (10), 1:1 ბარეტო (30), 1:2 ჯემაილი (47), 2:2 ჯონატასი (74-პენ.), 3:2 მეჯორინი (78), 3:3 ჯემაილი (80), 3:4 კავანი (84), 3:5 კავანი (90).
ტორინო (4-2-3-1): ჟილე - დამბროზიო (57. ს. მაზიელო), გლიკი, დარმიანი, როდრიგესი - ბაშა, გაცი - ვივესი (56. მეჯორინი), ჩერჩი, სანტანა - ბარეტო (66. ჯონატასი).
ნაპოლი (3-4-1-2): როზატი - ბრიტოსი (80. არმერო), კანავარო, გამბერინი - მაჯო, ჯემაილი, ბერამი, ცუნიგა - ჰამშიკი - პანდევი, ინსინიე (65. კავანი).
გაფრთხილება: დარმიანი, როდრიგესი, ბაშა - ჯემაილი.
კუთხური: 10-8; ჯარიმა: 14-15; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 7-12(4-8); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 30 000

VideoSportall.Ge
30.03.13. ტორინო - ნაპოლი 3:5


სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge

შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.

ბომბარდირები: 22 - კავანი (ნაპოლი); 16 - ელ შაარავი (მილანი); 15 - დი ნატალე (უდინეზე); 13 - პაცინი (მილანი), ლამელა (რომა); 12 - დენისი (ატალანტა), იოვეტიჩი (ფიორენტინა); 11 - ოსვალდო (რომა), საუ (კალიარი), ჯილარდინო (ბოლონია), ტოტი (რომა).

გამოტოვებული მატჩი

3 აპრილი
სამპდორია-ინტერი.

მომდევნო ტური

6 აპრილი
იუვენტუსი-პესკარა, ბოლონია-ტორინო.

7 აპრილი
ფიორენტინა-მილანი, კატანია-კალიარი, უდინეზე-კიევო, სამპდორია-პალერმო, სიენა-პარმა, ინტერი-ატალანტა, ნაპოლი-ჯენოა.

8 აპრილი
რომა-ლაციო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მასიმო ალეგრი: რაც მარიო ბალოტელი მოვიდა, სტანდარტულ მდგომარეობებზე გვეშველა [VIDEO]
ბლერიმ ჯემაილი: ამ გამარჯვებით "მილანს" მოკითხვას ვუგზავნით [VIDEO]
ანტონიო კონტე: კამბიასომ ლამაზი ჟესტი გააკეთა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული