"იუვენტუსის" გენ-დირექტორი: ბეკენბაუერისგან ბუფონზე ამის მოსმენა ძალიან უსიამოვნოა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" გენერალურმა დირექტორმა ბეპე მორატამ წუხილი გამოთქვა ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელის, ფრანც ბეკენბაუერის გამონათქვამის გამო.

ბეკენბაუერმა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველი მატჩის შემდეგ, რომელშიც მიუნხენის "ბაიერნმა" "ბებერი ქალბატონი" 2:0 დაამარცხა, ტურინელთა მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი პენსიონერად მოიხსენია.

"მსგავსი გამონათქვამები ისეთი ლეგენდისგან, როგორიც ბეკენბაუერია, ძალიან უსიამოვნოა, მით უმეტეს, რომ ისინი კიდევ ერთ უდიდეს ფეხბურთელს ეხება, რომელსაც არა მხოლოდ "იუვენტუსის", იტალიის ნაკრების ყველა გულშემატკივარი პატივს სცემს.

ბუფონი განსაკუთრებული ადამიანია - დიდი პროფესიონალი და ახალგაზრდებისთვის სამაგალითო. ის მეტ პატივისცემას იმსახურებს",
- აქვეყნებს მაროტას ნათქვამს იტალიური
პრესა.

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. პირველი მატჩის მიმოხილვა: ძლევამოსილი "ბაიერნი", უძლური "იუვენტუსი"
ბაიერნი-იუვენტუსი 2:0 - იუპ ჰაინკესს მართლა ბევრი უფიქრია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
დაბერებულა ბეკენბაუერი.
მიშა
06:17 05-04-2013
0

სიახლეები პოპულარული