"რომაში" ნიკოლას ბურდისომ და პაბლო ოსვალდომ იჩხუბეს

AutoSharing Option
იტალიური მედიის მტკიცებით, "რომას" ბანაკში მორიგი სკანდალია - ერთმანეთში ნიკოლას ბურდისომ და პაბლო დანიელ ოსვალდომ იჩხუბეს.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის ბურდისოც და 27 წლის ოსვალდოც არგენტინელია, მაგრამ ორივეს აქვს იტალიის მოქალაქეობა (ოსვალდო იტალიის ნაკრების წევრიცაა).

კონფლიქტის მიზეზი რომაული დერბის დროს ოსვალდოს საქციელი ყოფილა, ფორვარდი "ლაციოსთან" მატჩში დისკვალიფიცირებული იყო, ის გუნდში არ დარჩა საგულშემატკივროდ და გელფრენდთან ერთად ლონდონში გაისეირნა.

ბურდისომ შეახსენა თანამემამულეს, რომ კლუბის პატრიოტები ასე არ იქცევიან, რასაც მოყვა კიდევაც ჩხუბი მათ შორის.

ასევე იხილეთ:
პაბლო ოსვალდო "რომადან" "ტოტენჰემში" მიდის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული