ანტონიო კონტე: არ უნდა მოვეშვათ, სანამ მეტოქეებს თეორიული შანსი დარჩათ

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსმა" სტუმრად 2:0 დაამარცხა რომის "ლაციო" და ფაქტობრივად, გაინაღდა იტალიის ჩემპიონობა.

ამ შეხვედრაში დუბლი სამხრეთამერიკელმა არტურო ვიდალმა შეასრულა.

მატჩის შემდეგ მედიას "ლაციოს" თავკაცი ვლადიმირ პეტკოვიჩი და "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე წარუდგნენ.

"თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ პენალტის შემდეგ ინიციატივა "იუვენტუსმა" გადაიბარა. ვულოცავ მეტოქეს დამსახურებულ გამარჯვებას. სამწუხაროდ, ტრავმები ძალიან გვაფერხებს - ამ თამაშში 7 ფეხბურთელი დაგვაკლდა. თავი იჩინა დაღლილობამაც, მოკლე მონაკვეთში 5 მატჩი ვითამაშეთ, მაგრამ ეს ნორმალურია", - განაცხადა პეტკოვიჩმა.

"სანამ მეტოქეებს ჩემპიონობის თეორიული შანსები დარჩათ, არ უნდა მოვეშვათ. სამი
ქულით ტიტულს ძალიან მივუახლოვდით. ბევრს ეგონა, რომ "ბაიერნთან" მარცხი ტრაგედია იქნებოდა და ეს ჩვენს
თამაშში აისახებოდა, მაგრამ ასე არ არის - ჩვენ ძალიან კარგი ევროსეზონი გავიარეთ, მოვხვდით ევროპის საუკეთესო 8 გუნდში", - თქვა კონტემ.

ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. XXXII ტური: მთავარ კითხვაზე პასუხი გაცემულია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული